ამ ეტაპამდე მისასვლელად 3000 წელი დაგვჭირდა, წარმოგიდგენიათ?!

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ, კატარის ემირმა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეგვიპტეში- ღაზას სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ტრამპმა შეთანხმებას უკიდურესად რთული უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებმა ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიეს.
- „ამ ეტაპამდე მისასვლელად 3000 წელი დაგვჭირდა, წარმოგიდგენიათ? და ეს შეთანხმება დიდხანს გაგრძელდება“, – თქვა ტრამპმა საბოლოო დოკუმენტზე ხელმოწერისას.
- ამერიკელი ლიდერის თქმით, მასში დეტალურადაა აღწერილი „მრავალი წესი, რეგულაცია და სხვა ასპექტი“ დარეგულირებასთან დაკავშირებით. ის ასევე მიესალმა „ახალი ახლო აღმოსავლეთის დაარსებას“.