არადა, ეხლა ამას წაიკითხავს ვიღაც შიბაქი და…
ცენტრალური აფრიკის რომელიღაცა ტომის ბელადს ეკითხებიან: რა არის უბედურება?
ტომის ბელადი პასუხობს: უბედურებაა, როცა ჩვენი მეზობელი ტომი თავს დაგვესხმევა, დახოცავს ჩვენს მეომრებს, გაიტაცებენ ჩვენ საქონელს, ხოლო ბავშვებს და ქალებს მონებად წაიყვანენ.
მეორე კითხვა დაუსვეს ბელადს: და რა არის ბედნიერება?
ბელადს სახეზე ნეტარება დაეტყო და პასუხობს: ბედნიერებაა, როცა ჩვენ დავესხმებით თავს მეზობელ ტომს, დავუხოცავთ მეომრებს, გამოვრეკავთ მათ საქონელს და მონებად წამოვიყვანთ მათ ქალებს და ბავშვებს.
ასეა ამ “დემოკრატიის სტანდარტიც”…
- თუ თვითონ იჭრებიან იუგოსლავიაში და ერთ სახელმწიფოს რვა სახელმწიფოდ შლიან, ხოლო მის ლიდერს ქუჩაში ხვრიტავენ ცოლთან ერთად…
- თუ თვითონ იჭრებიან ერაყში, იტაცებენ მის ნავთობს, ხოლო მის ლიდერს საჯაროდ ჩამოკიდებენ თოკზე…
- თუ თვითონ იჭრებიან ავღანეთში, აკონტროლებენ ყაყაჩოს პლანტაციებს, რითიც 15-ჯერ იზრდება ავღანური ოპიუმი მსოფლიო ბაზარზე, ხოლო ამ ყვეყნის ლიდერს ოკეანეში აგდებენ ფეხზე მობმული ტვირთით…
- თუ თვითონ იჭრებიან ლიბიაში, დავარცხნილ ქვეყანას დაუსრულებელ სამოქალაქო ომის ქაოსში აგდებებენ, ხოლო მათ ლიდერს საჯაროდ აუპატიურებენ და შემდეგ დანით კლავენ….
- თუკი დღემდე აქვთ კოლონიები აფრიკაში თუ ინდოეთის ოკეანის აუზის ქვეყნებში, ხოლო მათი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს…
- თუკი თვითონ დღემდე ყავთ რეზერვუაციაში გამოკეტილი ადგილობრივი აბორიგენები და ხელოვნურად ანარომანებენ ან ალოთებენ…
- თუკი თვითონ აგდებენ ბირთვულ ბომბს ისედაც კაპიტულაცია გამოცხადებულ ქალაქებზე…
- თუ თვითონ ერევიან უკრაინის და საქართველოს საშინაო საქმეებში, გვიწყობენ ფერად რევოლუციებს, ათასი მუქარით თუ შანტაჟით მიგვაქანებენ იმ ომში, სადაც ჩვენი ინტერესი ნულის ტოლია…
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… ეს სიკეთეა! - ხოლო, თუ იგივე ან მსგავსი ჩაიდინა რუსეთმა, ირანმა, ჩინეთმა, ინდოეთმა ან სხვა რომელიმე ქვეყანამ თავისი ინტერესების გასატარებლად…
ეს ბოროტებაა!
არადა, ეხლა ამას წაიკითხავს ვიღაც შიბაქი, ჟღვინტს გაშლილი ხელის სიგრძეზე მიხეილ სააკაშვილის სტილში მოიწმინდავს და იტყვის: იიი, რუსეთუმე!
ბლოგერი: ედუარდ ჯიშკარიანი
