17 აპრილი 2026

სააკაშვილს ბრალი უნდა წაეყენოს 2008 წლის პროვოკაციის გამო! 

მოკლედ, გადაუარეს ორღობის მყეფარმა ძაღლების დამსგავსებულმა ე.წ. ჟურნალისტებმა პრემიერს.

და რა სთქვა საღი აზროვნების ადამიანისთვის უცხო და მიუღებელი ირაკლი კობახიძემ?

დიახ, საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე  2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა! 

მანიაკ  სააკაშვილთან  ერთად,  ის, ადამიანები –  პოლიტიკოსები , მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, და ყველა ვინც იცოდა, რომ განხრახ  შედიოდა წინასწარ დამარცხებულ ომში , არის მოღალატე და ასევე უნდა მოეთხოვოს მკაცრი პასუხი! 

  • მათ კისერზეა  პროვოკაციის დროს ხელოვნურად მინიმალურამდე დაყვანილი, თუნდაც 400 ადამიანის სიკვდილი! 
  • ყველა ის ჯარისკაცი, ვინც ასრულებდა ბრძანებას, იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, არის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი  და გმირი! 

-სააკაშვილს  ოდნავ რომ  გაეტოკებინა გასიებული თავი, არ შეესრულებინა აშშ-ს შავბნელი ძალების დაკვეთა, კონფლიქტის თავიდან არიდება მარტივად შეიძლებოდა. 

ან და,  სად ხართ უნამუსო მეძავი (ჭ)ურნალისტები , ვინც ზედმიწევნით იცით, რა მისიით მიტრაშუნებდით  ცხინვალში, სად მიგქონდათ ტრიბუნები?! რა გითხრეს , რა უნდა გეზეიმებინათ?!

შემოაგდეს ნაცური ნარატივი”ომის საკუთარ ტერიტორიაზე ვის გაუგია” -ო.

რაც გინდათ ის დაარქვით- ომი, საბრძოლო მოქმედებები თუ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, ფაქტია, რომ რუსული სამხედრო ძალების მიერ  როკის გვირაბის შემოსვლამდე სააკაშვილი გრადებით ბომბავდა  უკვე დაცარიელებულ ცხინვალს. 

როგორ, არ თვლიდა ის დაბომბილ, ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეებად?! 

 კადრები არ იწვის. ყველას კარგად გვახსოვს რუსეთის მედიით 1 -8 აგვისტომდე ყოველდღიური სიუჟეტები მოსახლეობის მიერ ცხინვალის დატოვების შესახებ.

იმ დროს, როცა  რეგიონის  ქართულ ენოვანი მოსახლეობა არც  გაუფრთხილებიათ მოსალოდნელი სამხედრო ქმედებების შესახებ! 

გვახსოვს ასევე, ბებერი მარაზმატიკის,  პრეზიდენტად ყოფილი სალომე ზურაბიშვილის ანალოგიური განცხადება. 

სააკაშვილს ბრალი  აუცილებლად უნდა  წარედგინოს საქართველოს სამხედრო ბინძურ ავანტიურაში  ჩათრევის და დაღვრილი უმანკო  სისხლის გამო! 

 ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია