17 ნოემბერი 2026

კალასის ისტორიული განცხადება: რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ამჟამად ჰყავს განთავსებული

გვეშველა, გადავრჩით! კალასის განცხადების შემდეგ რუსეთს სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმის, რომ ჯარები სასწრაფოდ გაიყვანოს საქართველოდან!

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ჯარების გაყვანას ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად მისი ჯარებია განთავსებული.

  • „ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც რუსეთს ამჟამად თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს გაეროს წესდება და მას უნდა მივყვეთ. ასე რომ, დიახ, ეს მოთხოვნაც ჩვენს დღის წესრიგშია”, – განაცხადა კალასმა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის” მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას.

დიახ, როგორც იქნა, საქართველოსთვის იმედი გამოჩნდა! წლების განმავლობაში ველოდებოდით, როდის იტყოდა ვინმე ევროპიდან ისეთ სიტყვას, რომლის შემდეგაც კრემლში განგაშის ზარი დაირეკებოდა და აი, დადგა ეს ისტორიული წუთიც – კაიამ რუსეთს მოსთხოვა ჯარების გაყვანა ყ ვ ე ლ ა იმ ქვეყნიდან, სადაც ისინი ამჟამად არიან განთავსებული!

წარმოგიდგენიათ? დიახ, არც მოგესმათ და არც მოგელანდათ ყ ვ ე ლ გ ა ნ, მათ შორის საქართველოდანაც-ო!

რუსეთს, ალბათ, ერთი გამოსავალი დარჩენია: სასწრაფოდ შეკრიბოს გენერლები, მოამზადოს სატვირთო მანქანები, ზედ შეყაროს ოკუპანტები , მიატოვოს სამხედრო ტექნიკა და კუდამოძუებულმა დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

რა თქმა უნდა, კრემლში ამ განცხადებას დიდი აღელვებით შეხვდნენ, დილასვე ჩანიშნა პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა. ფაქტია, პუტინი აშკარად არ მოელოდა კალასის კატეგრიულ ტონს და ჩიხში მიმწყვდეული ამაოდ ეძებს ჩიხიდან გამოსავალს.