ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა და ეს ისტორია ჯერ კიდევ იწერება
პარტია ცოცხალი ორგანიზმია. მას სჭირდება სისხლის განახლება, სუნთქვის განახლება, იდეების განახლება. ქვეყნის მმართველს კი საზოგადოების მაჯაზე მუდმივად დადებული ხელი. უნდა გრძნობდეს ყოველ ამოსუნთქვას, ყოველ შფოთვას, ყოველ იმედს.
სწორედ ასე იქცევა ხელისუფლება არა უცხო ძალად, არამედ ხალხის გაგრძელებად. 2012 წელი არავის ჩაურიცხავს. ის დარჩა ქართველი ერის კოლექტიურ მეხსიერებაში, როგორც თავისუფლების აღდგენის წელი. იყო ერთგულება და იყო ცდუნება.
იყო ისინი, ვინც ვერ გაუძლო ძალაუფლების სიმძიმეს და იყო ისინი, ვინც თვითწმენდის გზას გაიარა. გამოჩნდა ახალი სახეები, ახალი სისხლი შემოვიდა. პარტია განახლდა, რადგან მხოლოდ მკვდარი ორგანიზმი რჩება უცვლელი.
დღეს საქართველოში დემოკრატიის ისეთი ხარისხია, რომლის მსგავსი არც ევროპაშია და არც მსოფლიოს სხვა კუთხეში. აქ ადამიანს შეუძლია ღიად თქვას ყველაფერი. აქ მსჯავრდებულსაც კი შეუძლია სასამართლო დარბაზიდან უხამსი სიტყვებით ამკოს ის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა.
დემოკრატია რომ არ იყოს, ვინ მისცემდა ამ უფლებას?
ვინ მოითმენდა ისეთ ზიზღნარევ „რეჩს“, რომლის მსგავსი პრეცედენტი არც ერთი მსჯავრდებული პრეზიდენტის, პრემიერის თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირის სასამართლოზე არ მოიპოვება?
ევროპას კი ბუმერანგად უბრუნდება ყველა ის სისაძაგლე, რაც ოდესღაც საქართველოს თავს დაატყდა. თავის გავისი გათავხედებული ელჩებით, ძალადობრივი აქციების წაქეზებით, ორმაგი სტანდარტებით.აქ გმირად ნათლავდნენ იმას, ვინც მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელს ცოცხლად წვავდა.
• აქ „ადამიანის უფლებების შეზღუდვად“ და „დემოკრატიის უკუსვლად“ მონათლეს ნიღბებით გამოსვლა – დღეს კი თავად ევროპელები ნიღბების აკრძალვას ადამიანის იდენტიფიკაციის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.
• აქ პრორუსულად შერაცხეს ის კანონი, რომელსაც დღეს ევროპა პროგრესულად იღებს.
• აქ კრძალავდნენ ცეცხლგამჩენ შუშხუნას, როცა მას პოლიციის წინააღმდეგ იყენებდნენ.
• აქ ზამთრის სუსხში ცივი წყლით „მშვიდობიან“ მომიტინგეებს წუწავდნენ და ამას კანონის მოთხოვნით ამართლებდნენ.
• აქ სახელისუფლებო დონეზე საუბრობენ სოციალური ქსელების შეზღუდვაზე, რადგან თურმე მათ „ნეგატიური როლი“ აქვთ ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში.
როგორც „პუტინის ტუსაღი“ მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკაშვილი იტყოდა – ინჩა, ბნელა?
თავად ეს ტაკისმასახარად ქცეული, ბანძი, კლეტკაში გამოკეტილი ჰალსტუხიანი მაიმუნი, ერისკაც ბიძინა ივანიშვილს დასცინის და ათასგვარი უხამსი სიტყვით ამკობს – ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატიაა- ნამდვილი, ცოცხალი, და არა ის, რასაც ბრიუსელიდან გვკარნახობენ.
ღრმად პატივცემულ ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორს ვინმემ ჰკითხოს: დღევანდელ დღეს, როცა უსამართლოდ 37 წელს ადარებენ, რამდენი დღე იარსებებდა მისი გამოცემა, რომ არა საქართველოს ხელისუფლების მოთმინება?
მე თუ მკითხავთ -ბევრს ნამდვილად სჭირდება სააკაშვილის მათრახი, მაგრამ ქართველმა ხალხმა, იმ უმრავლესობამ, რომელმაც აირჩია დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც შეაფასა და მადლობელია ერისკაც ბიძინა ივანიშვილის უანგარო ღვაწლისა – რა დააშავა?
ვის ეპარება ეჭვი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო ფიზიკურად სახელმწიფოდ აღარ იარსებებდა?
რომ ჩვენს თავს უფრო მეტი უბედურება დაატყდებოდა, ვიდრე ის, რაშიც დღეს „კრემლის დღითი-დღე ამღები“ კიევის ფაშისტური რეჟიმია ჩაფლული?
ბევრჯერ მოგიწოდეთ დაოკებისა და დამშვიდებისაკენ… ვეჭვობ, თქვენ ამის შესმენის უნარი გაგაჩნდეთ, მაგრამ შუა გაიკაფება, ბინძური წყალი დაიწმინდება, ქარიშხალი ჩადგება- დიდი დრო აღარაა დარჩენილი და მაშინ მთელი სამყარო- მათ შორის თავად მოსყიდული ევროპარლამენტარებიც კი მიხვდებიან და საღად შეაფასებენ საქართველოს ხელისუფლების სწორ, მშვიდ, პატრიოტულ ნაბიჯებს ამ ურთულეს ვითარებაში.
ქართველი ერი კი უფრო მეტად დარწმუნდება, რომ ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა და ეს ისტორია ჯერ კიდევ იწერება.
გოჩა ნაჭყებია
