რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ მიშას პოლიტიკურ მასხარაობას?! (ვიდეო)
მესმის პოლიტიკური ტრიუკები, ტაქტიკა, პროვოკაციები, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?!
რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ, როგორ აქცევს სააკაშვილი სასამართლო დარბაზს საკუთარ პოლიტიკურ ცირკად?! ლამის მოსამართლეს თავზე დაახტეს, სასამართლოს კი სამართლის აღსრულების ნაცვლად მისი მორიგი სპექტაკლის ყურება უწევს!
რას ამტკიცებთ ამით, ბატონებო?!
განა არ კმარა ის, რაც ქართველმა ხალხმა 2012 წლამდე იხილა?! ციხეებში წამება, ადამიანების დამცირება, სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და შიშზე აგებული მმართველობა?!
როგორც ჩანს, მიშას მონანიებას ისევე ვერ მოვესწრებით, როგორც კუზიანის გასწორებას!
„ბიჭიკო და სწავლა“ არ იყოს – მიშა და მონანიება?!
შეხედეთ, რა ვირეშმაკულად ცდილობს საკუთარი პოლიტიკური წარსულის გათეთრებას!
რაფალიანცის ოჯახის ტრაგედიის პასუხისმგებლობას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აბრალებს!
ციხის წამების ამსახველ კადრებს ვიღაცების დადგმულ სპექტაკლად წარმოგვიჩენს!
სამხედროებსა და სხვა ადამიანებს მძიმე ბრალდებებს უყენებს, საკუთარი მმართველობის პასუხისმგებლობაზე კი სიტყვაც არ უნდა დასცდეს!
რაღა დარჩა, ბატონებო?!
ხვალ, ალბათ, იმასაც გვეტყვის, ციხეებში პატიმრებს კი არ აწამებდნენ, მასაჟებს უკეთებდნენო! ხალხს კი არ აშინებდნენ, სიყვარულით ეფერებოდნენო!
ნუთუ მართლა ასეთი მოკლე მეხსიერება ჰგონია ქართველ ხალხს?!
ნუთუ ფიქრობს, რომ რამდენიმე სასამართლო მონოლოგით წაშლის იმ წარსულს, რომელიც ათასობით ოჯახს დღემდე მწარედ ახსოვს?!
მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ მაკვირვებს: რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პოლიტიკური ნასკარადი და მასხარაობა?!
ვის სჭირდება სასამართლო დარბაზიდან ყოველდღიურად წამოსული პროვოკაციები, დაპირისპირება და საზოგადოების ხელახალი გახლეჩის მცდელობა?!
გინდათ, საქართველო ისევ იმ პოლიტიკურ სიძულვილში ჩაიძიროს, რომელმაც ქვეყანას არაერთი მძიმე განსაცდელი მოუტანა?!
ბოლოს და ბოლოს, სასამართლო მართლმსაჯულების ადგილია თუ სააკაშვილის პერსონალური ტელესტუდია?!
საკმარისია, ბატონებო, საკმარისი!
არავინ ითხოვს სააკაშვილისთვის კანონით მინიჭებული უფლებების წართმევას, მაგრამ არც ის არის მისაღები, რომ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში იმაზე მეტი უფლება ჰქონდეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბრალდებულს!
მოსამართლემ უნდა დაიცვას წესრიგი, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ზომები და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს სასამართლოს პოლიტიკურ საცირკო არენად გადაქცევა!
კანონი ყველასთვის კანონია – და ამ ძაღლისშვილი სააკაშვილისთვისაც!
და ბოლოს, მიშას ერთ რამეს შევახსენებ: შეგიძლია იყვირო, ილაპარაკო, იმასხარაო და საკუთარი წარსული ათასჯერ გადააკეთო, მაგრამ ქართველი ხალხის მეხსიერებიდან 2012 წლამდე მომხდარ ამბებს ვერ ამოშლი!
ისტორიას ვერ გაათეთრებ, სინდისს ვერ მოატყუებ და მონანიებას პოლიტიკური მასხარაობით ვერ ჩაანაცვლებ!
