მთელი თქვენი “ბალამუტი” მიმართულია სწორედ ბატონ ბიძინას წინააღმდეგ!
ყველას, ყველას, ყველას!
ვერ გამოვუცხადებთ სოლიდარობას ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას, ადამიანს,ვისი ქმედებაც მიმართული იქნება ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ!
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ სახელმწიფოს, მისი ნეოფაშიზმისგან მხსნელის ბატონ ბიძინა ივანიშვილის, მისი პოლიტიკის და ქვეყნის იმ მეთაურის, ვისაც “ქართული ოცნება” ამ პოზიციაზე წარადგენს!
- არ გამოგივა დღეს ქვეყნის აყირავება!
- არ გამოვა ცილისწამებით, ცრუ, შეთითხნილი, აბსურდული ბრალდებით – “თითებით” თუ ერებს შორის შუღლის გაღვივებით, ხელისუფლების წინააღმდეგ
საზოგადოების რისხვის მიმართვა, პოლიტიკური ისტერიის ატეხვა.
ა რ გ ა მ ო ვ ა!
მართალია , თქვენ ნამდვილი დიქტატურის ღირსნი ხართ, რომ ბოლომდე შეიგრძნოთ მისი ” სურნელი”, იყავით სააკაშვილის მთრახის ღირსნი, თუმც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს მსგავსი ხარისხის თავისუფლება დღეს მსოფლიოს ერთეულ ქვეყანაშია!
ნუ კი ებრძვით, ილოცეთ და ლოცეთ ქვეყნისთვის ბატონ ბიძინას მსგავსი ლიდერები!
მთელი თქვენი “ბალამუტი” მიმართულია სწორედ ბატონ ბიძინას წინააღმდეგ და სანამ ჩვენ, უმრავლესობა, საღად მოაზროვნე ადამიანები ცოცხლები ვართ- თქვენ ამას ვერ ეღირსებით, გინდ “ნაცები” იყოთ, გინდ ღარიბისტები, გინდ გახარისტები და გინდ მოვლენილი ათასი ჯურის სექტა.
ნურას უკარავად!
სცადეთ იმავე გერმანიაში და არც თუ დაწვა – ეკამათეთ პოლიციელს,
სცადეთ და ბრალი დასდეთ რომელიმე სახელმწიფო უწყებას, ან კანცლერს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში, ღალატში და ნახავთ რა ჩიტსაც დაიჭერთ!
- ცრუობთ, როცა ამბობთ, რომ საქართველოში ვინმე ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, თუ ეს სიტყვა არ იქნება მიმართული სახელმწიფო წყობილებების წინააღმდეგ და ვინც ამას ამტკიცებს – აკეთებს წინასწარ, ბოროტი განზრახვით, მიზანმიმართულ ქმედებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ!
- ცრუობთ! არავინ ზღუდავს საქართველოში ნებისმიერ სახის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს გამოხატულება არ დააქცევს ქვეყნას, გადაწვავს ქალაქს, შეიჭრება სახელმწიფო დაწესებულებებში და ა. შ.
წავიდა ის დრო, როდესაც ე. წ. თავდაუბანელი, ძუნძგლიანი პოლიტიკანები, ხალხის ხარჯზე გაქსუებული ე.წ. ბიზნესმენები თუ მათ მიერ მოსყიდული (ჟ)ურნალისტები უხეშად ერეოდნენ სახელმწიფოს ფუნქციებში!
- წავიდა დრო, როდესაც პარტიულ დანამატად ქცეული ე. წ. მედიები, უცხო სახელმწიფოს მიერ მართული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიდნენ დღის წესრიგს!
შეიგნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდებით “ვირის აბანოში”- რუსული სუპ “მივინათი”, იქ სადაც ბევრს არ ეჯერა , რომ მას მსგავსს “საზოგადო მოღვაწეს გაუბედავდნენ”.
გაგიბედავენ კი არა…. და არც არავის “მოწოდება” დასაკავებლად საჭირო არ არის,
სახელმწიფო შტოები , სტრუქტურები დღეს ისე ძლიერი, თავისუფალი , დამოუკიდებელია თავისი ფუნქციების აღსრულებაში, როგორც არასდროს, რომ “მოსკოვს არ დაეკითხება” !
ეს არც მუქარაა და არც წინასწარმეტყველება, როგორც დიდი კონსტანტინეს თქმულის არ იყოს- კროჭს მოუჭირეთ!
დაიცავით, პატივი ეცით სახელმწიფოში მოქმედ კანონებს და შეასრულეთ თქვენი უშუალო საქმე თუ” მისია ” ( თქვენი სიტყვებია) , უკანალში გაიკეთეთ თქვენი “კომპორმატები” , იყავით ის რაც ხართ და კეთილსინდისიერად, ცილისწამების, ცრუ ბრალდების გარეშე შეასრულეთ ის ფუნქცია, რაც გაკისრიათ და რითაც კმაყოფილი გყავთ საკუთარი სექტა.
თბილისი 24
