ვის მიეყიდე თამაზ, სირცხვილია მსგავსი ზღაპრების შეთხზვა, ძალიან სირცხვილი!
ცნობილი ბიზნემსმენი და “საზოგადო მოღვაწე”, ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილი გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ “2007-2012 წლებში საქართველოს ციხეებში ნამდვილად იყო პატიმრების ენით აღუწერელი წამება, მათ შორის სიკვდილამდე ცემა და “დუბინკებით” გაუპატიურება, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა, თუმც არაფერს ამბობს მის მიერ ნაბჟუტურები მთავარი ბრალდების შესახებ: სიმართლეს შეეფერება თუ არა მის და ვლადიმერ ბედუკაძის შორის ე.წ. შეთანხმების, ე.წ. მოლაპარაკების და ” დადგმული კადრების’ შესახებ, რომ ყველაფერი სიცრუა და მან მოიტყუა.
ნეოფაშისტი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი თითქმის ყოველ დღე მისი წმინდანობის მთავარ მტკიცებულებად ელიზბარაშვილის “ისტორიულ” გამონათქვამს იშველიებს და ამტკიცებს, რომ 2004-2012 წლებში ციხეებეში წამებას ადგილი არ ჰქონია და თურმე ეს “ინაშვილმა და ბედუკაძემ მოიგონეს” და დღეს თურმე, ელიზბარაშვილი ერთი განცხადებით “აზუსტებს” მის მიერ ერთი წლის წინ გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ თურმე მაშინ “ციხის კადრების მხოლოდ ერთ ეპიზოდზე საუბრობდა”.
ვის მიეყიდე თამაზ, სირცხვილია მსგავსი ზღაპრების შეთხზვა, ძალიან სირცხვილი!





