ირაკლი ჯანყარაშვილი: ირმა ინაშვილი ჩარეცხილი ხარ!
ირმა ინაშვილს რისი იმედი აქვს, მართლა ვერ გავიგე 🤷♀️
დაუშვათ, პრემიერ-მინისტრი შეიცვალა მერე? ამით რას მიაღწევს? ვინმე მაგის პოლიტიკურ კარიერას თავიდან ააწყობს? ვინმე ამ წუმპიდან ამოიყვანს, რომელშიც წლებია თავადვე ჩაეფლო? 🤷♀️
ერთადერთი, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, არის ეს ავადმყოფური ჩაჭიდება ირაკლი კობახიძის სახელზე. თითქოს მთელი პოლიტიკური კრახის, რეიტინგის დაკარგვისა და საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაქრობის მიზეზი ერთი ადამიანია.
არა, ირმა ასე მარტივად არ არის.
ჩარეცხილი ხარ!
რადგან პრობლემა უკვე კონკრეტულ პოლიტიკოსში კი არა, შენს პოლიტიკურ რეალობაშია შენს მიერ არჩეულ გზაში, შენს წარსულ გადაწყვეტილებებში და იმ პოლიტიკურ ტანდემში, რომელიც წლებია საკუთარი თავისთვისაც კი ვერ ხსნი, სად მიდის და რატომ.
და თუ მაინც ვინმეს ეძებ, ვისაც შენი პოლიტიკური მდგომარეობა უნდა დააბრალო, სარკეში ჩახედვა გაცილებით მარტივი იქნებოდა.
ეს ირაკლი კობახიძის ბრალი კი არაა.
ეს შენი და შენი ტარხუნას უგზო-უკვლო სიქაჯის შედეგია.
ჟურნალისტი: ირაკლი ჯანყარაშვილი
