Допрыгались: პროკურატურამ შესაძლოა მავანნი ცრუ დასმენის ფაქტთან დაკავშირებით ვირის აბანოში გაამწესოს
საქართველოს პროკურატურა მოქ. ზურაბ (ლაზარე) ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოქალქეებს: ნიკოლოზ გვარამიას; ირმა ინაშვილს; ნანა ჟორჟოლიანს; ხატია დეკანოიძეს; თამაზ(თაზო) დათუნაშვილს; გია(ნოდარ) ხუხაშვილს; გიორგი ლილუაშვილს; ზაზა დავითაიას; ერმილე ნემსაძეს; გიორგი გიგაურს გამოკითხავს.
- 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი
- მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
- აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.
- მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნანა ჟორჟოლიანი მისი თქმით მოქ.ჯორბენაძის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს, ხოლო ჯ.გვარამია – მას საერთოდ არ იცნობს.

