მაჭავარიანი ღარიბაშვილის პასკვილებზე: ისეთი დაბალი დონის საქციელია, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო …
რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, რითაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ პასკვილს გამოეხმაურა.
- „ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ხედავდით კადრებს, რომ მისი სახლიდან რამდენიმე მილიონი და ოქროს ზოდები ამოიღეს.
ეს ყველაფერი აღიარებული აქვს და შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში დამნაშავე არ ყოფილა. - სამწუხაროდ, გუშინაც მორიგი ბოდვა ვიხილეთ.
- ამ ზღაპრების, რა თქმა უნდა, არავის სჯერა.
- ძალიან სამწუხაროა, ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა.
- რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია“, – განაცხადა მაჭავარიანმა
