6 დეკემბერი 2024

როგორ იყოფიან ადამიანები თაობების მიხედვით და რას ნიშნავს “Gen Z” თაობა

ამ დღეებში ხშირად გაიგებთ ტერმინს ” Gen Z თაობა” და როგორ იყოფიან ადამიანები დაბადების წლების მიხედვით. ამგვარი დაყოფა დასავლური სამყაროდან მოდის.
თანამედროვე ცხოვრებაში კი მათი აღმნიშვნელი ტერმინები ფართოდაა
გავრცელებული.

დაკარგული თაობა – ასევე ცნობილია როგორც „1914 წლის თაობა“. ეს ტერმინი იმ
ადამიანებს აღწერს, ვინც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ამ თაობის
წარმომადგენლებლად 1883-დან 1900 წლამდე დაბადებული ადამიანები ითვლებიან.
მათი ნაწილი სრულწლოვანი სწორედ პირველი მსოფლიო ომის დროს გახდა.

უდიდესი თაობა – ასევე ცნობილია როგორც „G.I. თაობა“. მოიცავს ვეტერანებს,
რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. ისინი 1901 წლიდან 1927 წლამდე
პერიოდში დაიბადნენ. ადრეულ წლებში დაბადებულები სრულწლოვანები ოციან წლებში,
ხოლო უმცროსები დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს გახდნენ.

მდუმარე თაობა – დაიბადნენ 1928-დან 1945 წლამდე. ისინი სრულწლოვანები მეორე
მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში გახდნენ. აშშ-ში ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები
უმეტესობა კორეის ომის და ვიეტნამის ომის დროსაც იბრძოდა.

Baby Boomers ( ბეიბი ბუმერები) – ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 – 1964 წლამდე
დაიბადნენ. სწორედ ომის შემდეგ დაფიქსირდა შობადობის მკვეთრი ზრდა – ბუმი.
აღნიშნულ ჯგუფის დასახელება სწორედ ამ ბუმის გამო ეწოდა. მათ სახელს ბევრი
ტექნოლოგიური მიღწევა უკავშირდება, თუმცა დღესდღეობით იმ კატეგორიას
განეკუთნებიან, რომლებიც თანამედროვე მოწყობილებებში ნაკლებად ერკვევიან.

X თაობა , Gen X. 1965-1980 წწ. ისინი ხანდაზმული თაობიდან ახლისკენ,
ფაქტობრივად, ხიდი არიან. კარგად ერკვევიან ტექნოლოგიებში. მათი თაობა
ხელოვნური ინტელექტის, ვიდეო თამაშების, ინტერნეტის საწყის ეპოქაში დაიბადნენ.

მილენიალები 1981 – 1996 წწ. მათზე წინამორბედი თაობები ამბობენ, რომ ძველი
ღირებულებები ნაკლებად ესმით. ამიტომაც, გარკვეულწილად, მათი გაგება უჭირთ. ისინი
თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად ერკვევიან.

თაობა Z – Gen Z, ისინი მილენიალების მერე 1997-2012 წლებში დაიბადნენ. პირველი
თაობა არიან, რომლებიც ბავშვობიდანვე ინტერნეტისა და პორტატული ციფრული
ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით გაიზარდნენ. მეორე მხრივ, ისინი ეკრანთან დიდ
დროს ატარებენ, რასაც გარკვეული ნეგატიური ეფექტი აქვს. ისინი ინტერნეტს
ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მოიხმარენ და ერთდროულად, სხვადახვა საქმის
ეფექტურად შესრულება შეუძლიათ. სლენგებსაც აქტიურად იყენებენ.

თაობა ალფა – Gen Alpha. ისინი Gen Zის შემდეგ, 2010-ანი წლების დასაწყისიდან 2020-ან
წლებს შორის დაბადებული ადამიანები.
თაობა ალფა პირველია, რომლის ყველა
წარმომადგენელიც 21-ე საუკუნეში დაიბადა. სავარაუდოა, რომ ამ თაობის პირთა
რაოდენობა 2015 წლისთვის, სავარაუდოდ, ორ მილიარდს მიაღწევს.