გოჩა ნაჭყებია: რომ არა ბატონი ბიძინა, დღეს უკრაინის ადგილას საქართველო უნდა ყოფილიყო
საზოგადოებაში ჩნდება სამართლიანი კითხვები უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტაქტიკის მიმართ. მაგალითად, რატომ ხდება მისი დროში გაჭიანურება და არის თუ არა ეს ხელოვნურად გამოწვეული, რატომ არ იღებს ქმედით ზომებს რუსეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის დასაცავად, როგორ ხდება უკრაინული „შახიდების“ 800 კმ-ზე ფრენა და მოსკოვამდე მიღწევა და ა.შ.
კითხვით საინფორმაციო სააგენტო „ თბილისი 24“-ის რედაქტორს გოჩა ნაჭყებიას მივმართეთ.
- დღეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის და აშშ-ს დემილიტარიზაცია ხდება. ეს ევროპის თვითმკველობაა სამხედრო თვალსაზრისით.
- ევროპას არ ადარდებს რამდენი ასეული ათასი და თუნდაც,რამდენი მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირება ამ ძმათამკვლელ ომს.
- რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის ბრძოლის შედეგი არის – ნული.
- ოპერაციას, როგორც ასეთი- სამხედროს, ეკონომიკურს, ფინანსურს, ფსიქოლოგიურს აწარმოებს დასავლეთი და აშშ თავად რუსეთის წინააღმდეგ და არა რუსეთი. რუსეთის ქმედება იყო და არის იძულებითი თავდაცვა საბოლოო განადგურებისგან.
- ყველაზე დიდი დამსახურება კი მთელს ამ ისტორიაში არის ერთადერთი ადამიანის, მეცენატ ბიძინა ივანიშვილის. მისი გამბედაობის, ქვეყნის სიყვარულის, ერთგულების, რომ საქართველო არ აღმოჩნდა ბრმა იარაღი კოლექტიური დასავლეთის ხელში რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ცუდად ჟღერს, მაგრამ უკარინის ადგილს დღეს საქართველო უნდა ყოფილიყო, რომ არა ბატონი ბიძინა და მისი სიმტკიცე უარი ეთქვა „ სტრატეგიული პარტნიორების „ ბოროტი განზრახვებისათვის.
- კითხვა: ამერიკელები დღემდე მათ მიერ ჩატარებული ათეულობით სახელმნიფო გადატრიალებების, ქვეყნების ოკუპაციის დროს პირველ რიგში ახდენდნენ ქვეყნის მეთაურის ლიკვიდაციას. მაგალითად, როგორც იყო ეს ლიბიაში,ერაყში,უამრავი მცდელობები სირიაში. რატომ არ მიმართავს მსგავს ტაქტიკას ვლადიმერ პუტინი?
გამორიცხულია. პუტინს ზელენკი ისე სჭირდება, როგორც ბაიდენი. ყველამ იცის, რომ არც ერთი მათგანი არ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. ზელენსკის ფიზიკურ განადგურებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. უბრალოდ, ეს ომის დასასრული იქნება, რაც ამ ეტაპზე არ აწყობს რუსეთს. არც ზელენსკისგან სურს არავის ახალი ბანდერის და „ეროვნული გმირის“ შექმნა. მოვა დრო მას თავად გონზე მოსული უკრაინელი ხალხი გამოუტანს განაჩენს. ნახეთ, არც ერთი ტერაქტი არ მოხდარა ვლადიმერ ზელენსკის და მის ფაშისტური ბანდის არც ერთი წევრის მიმართ. თავად რასაც იგონებს, ეს ზღაპრებია.
ამიტომ, ომი გაგრძელდება, არა იმიტომ რომ რუსეთს არ შეუძლია მისი დასრულება. უკრაინის გარეთ სასურველი მზიანი ჯერ მისაღწევია. ჯერ დასაცლელია ევროპა და აშშ შეიარაღებისგან. უნდა გავიგოთ, რომ დღეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის და აშშ-ს დემილიტარიზაცია ხდება. ეს ევროპის თვითმკველობაა სამხედრო თვალსაზრისით.
გადახედეთ უკრაინის შეირაღებული ძალების მდგომარეობას ომადე არსებულ შეიარაღებას, ცოცხალ ძალს, მათ რაოდენობას. მინიმუმ ორჯერ მეტი უკვე დაუბრუნებლად განადგურებულია. საიდან, როგორ ხდება მათი შევსება? დაქირავებული მკვლელებით და ქვეყნის გენოციდით , როცა სამხედრო გაწვევის ასაკი დაწიეს 25 წლამდე, შემდეგ მას დაწვენ 20 წლამდე, 18 – მდე…
- კითხვა: რატომა არ იღებს საკუთარ თავზე ზელენსკი მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტს, ის ხომ მანამდე პირველი ყვიროდა ყირიმის ხიდის აფეთქების, რუსეთში განხორციელებული ტერაქტების – დარია დუგინას, სამხედრო კორესპონდენტების ლიკვიდაციის შესახებ?
როგორც ვთქვი ვლადიმერ ზელენსკი არანაირი პოლიტიკურ ფონს არ ქმნის. ის მხოლოდ თვალსაჩინოებისათვის, ზოოლოგის კაბინეტის ფიტულია, რომ უბრალოდ დაანახონ ევროპულ დაზომბირებულ მასას- „აი, ბავშვებო გმირი ბიძია ზელენსკი, რომელიც იბრძვის თქვენი თავისუფლებისათვის“. ამიტომაც, ის აკეთებს მხოლოდ იმ განცხადებებს, რომელიც შეთანხმებულია აშშ-ს სახდეპთან . აშშ-მ კი კარგად იცის ამ ქმედების ფასი, თუ რა შედეგი მოყვება პირდაპირ აღიარებას.
- კითხვა: რას მიაღწეია რუსეთმა ამ სპეცოპერაციით?
პირველ რიგში გადაირჩინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა. ზოგადად კი, რუსეთის მიღწევები უნდა დავყოთ შიდა და საგარეო მიმართულებებდად.
საგარეო ფაქტორი : ფაქტობრივად დღეს, რუსეთს ებრძვის მსოიფლიოს 50 -მდე სახელმწიფო. მთელი მსოფლიოს სამხედრო რესურსი მიმართულია რუსეთის დასაჩოქებლად.
საშინელებაა, მაგრამ უკრაინელები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია ამ პროცესში.
ევროპას არ ადარდებს რამდენი ასეული ათასი და თუნდაც მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირება ამ ძმათამკვლელ ომს. ამას ისინი არც მალავენ და პირდაპირ ღიად აცხადებენ. იხილეთ, თუნდაც იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადება.
რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის ბრძოლის შედეგი არის – ნული. მხოლოდ ტრაბახი. პირიქით კი – ცარიელდება ევროპის და აშშ-ს სამხედრო საცავები შეიარაღებისგან, რის ანაზღაურებას და შევსებას ისინი მინიმუმ 5-7 წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ.
ევროპელი მოქალქეები გვიან, მაგრამ უკვე ხვდებიან , რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქიცები აზარალებს თავად მის ინიციატორს. დღეს, ისინი მაინც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ოღონდ შემოვლითი გზით ინდოეთისგან ორჯერ ძვირად , ვიდრე ადრე, რუსული გაზსადენი დღემდე მუშაობს ევროპის მიმართულებით .
ევროპის მიერ მსოფლიოს საფრთხედ შერაცხულ ქვეყნებს – ჩინეთს, ირანს, ჩრდილეოთ კორეას კარგად ესმით, რომ რუსეთის შესაძლო დაცემის შემდეგ მათი ჯერია. ამიტომ, ისინი არ დაუშვებენ რუსეთის დამარცხებას. რუსეთის გამარჯვება მათ ეროვნულ ინტერსებშია.
ამ ქვეყნებში კი სწორედ, რომ, ის საბჭოთა იარაღია, რასაც იყენებს რუსეთი. ამიტომ, რუსეთს იარაღის შიმშლი არ ექნება მინიმუ 5 წლის მანძილზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაშიც კი. ამიტომაც ხავილი „რუსეთს ბომბები დაუმთავრდა“ არის ბლეფი.
საშინაო ფაქტორი , პირველი ეს არის ის, რომ მიმდინარეობს ახალი თანამედროვე გამოგონებების იარაღის პირდაპრი ბრძოლის ველზე გამოცდა. რეალური ომი, რომ ახალი იაღარს გამოცდის შესანიძნავი პოლიგინია ამის მტიკცება არაა საჭირო. არაა საჭირო პოლიგონის მომზადება , მიზნის იმიტირება და ა.შ.
დღეს, რომ რუსეთს ახალი ტიპის შეიარაღება გააჩნია ამ შედეგის მისაღწევად აშშ-ს მინიმუმ 9-10 წელი სჭირდება. რუსეთს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოუყენებია და გამოუცდია ის სამხედრო იარაღი, რაც მას დაუგროვდა. ხედავთ სადმე ტანკებს „ტ-90“ს? მოიარიშე „ სუ-35“-ს?
უაღრესად მნიშვნელოვანი საშინაო ფაქტორია ერის კონსოლიდაცია საერთო მტრის წინააღმდეგ და ოლიგარქატის დაშოშმინება. „ ფორბსის“ -ის 2024 წლის მონაცემებით რუსეთს 124 მილიარდერი ყავს. გესმით ეს, რას ნიშნავს? მხოლოდ „ლუკოილის“ მფლობელის ვაგით ალეკპეროვის ქონება შეადგენს 29 მილიარდ აშშ დოლარს.
- კითხვა: რატომ არ იღებს ქმედით ზომებს რუსეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის დასაცავად?
მართალი ხართ. არაა ძნელი იქ უფრო ეფექტური საარმიო შენაერთის ჩაყენება. მაგრამ, ქალაქი ბელგოროდი დღეს მ ზ ა დ ე ბ ა ა უფრო დიდი ომისთვის. ბელგოროდის დაცვის გამოციდლება შემდგომში გამოყენებულ იქნება მთელი რუსული ქალაქებისთვის. ფაქტობრივად, ბელგორიდი,საცდელი შეწირული პაიკია. ყველა ომში ხდება ასეთი რამ. თითქმის მსგავსი პოლიტიკაა , თითქოსდა, უკრაინული „შახიდების“ 800 კმ-ზე ფრენა და მისი მოსკოვამდე მიღწევა. ეს არის რუსული ტაქტიკა, საზოგადოების მეტად გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ, შეიძლება ამას დავარქვათ საზოგადოების დაშინებაც, საზოგადოების მეტი აგრესიის გამოწვევაც.
- კითხვა: თქვენი პროგნოზით, როდემდე გაგრძელდება ომი?
ამ წლის 20 მაისის შემდეგ ომის ახალი ფაზა დაიწყება. სავარაუდოდ, რუსეთი ვლადიმერ ზელენსკის უკარინის პრეზიდენტად ოფიციალურად აღარ ცნობს. რადან, მას 21 მაისს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. ზელენსკიმ უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, ერთპიროვნულად , არ არსებულ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნები.
ამ დღიდან მის და მისი ხელისუფლების მიმართ აშშ- ევროპის მიერ გაწეული ნებისმიერი სამხედრო დახმარება შეფასდება სულ სხვაგვარად.
მეორე, დასრულების ნიშანი იქნება ახალი მსოფლიო საფრთხის გამოჩენა – რაიმე ვირუსის სახით. არაა ძნელი მოფიქრება. ვირუსი იმიტომ, რომ ის უკვე დატესტილია და კარგ ეფექტს იძლევა საზოგადოების სამართავად ან უკიდურეს შემთხვევაში, ისეთი მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა, რაც დაავიწყებს ხალხს ამ ომს.
- კითხვა: ამ სამხედრო ოპერაციის საბოლოო შედეგი როგორი იქნება?
მოდით, გავიგოთ რომ ოპერაციას, როგორც ასეთი- სამხედროს, ეკონომიკურს, ფინანსურს, ფსიქოლოგიურს აწარმოებს დასავლეთი და აშშ თავად რუსეთის წინააღმდეგ და არა რუსეთი. რუსეთის ქმედება იყო და არის იძულებითი თავდაცვა საბოლოო განადგურებისგან.
შედეგი ცნობილი დიდი ხანია. უკრაინის დარჩენა იმ საზღვრებში, რაც იყო 1918 წლამდე, ლენინის და სტალინის დასაჩუქრებამდე. ისტორიულად რუსული ქალაქი – ოდესა, დნეპრის მთელი აღმოსავლეთი იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში , ისევე როგორც იყო 1918 წლამდე. კიევს უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ბერლინის ბედი ეწიოს.
მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი დამსახურება კი მთელს ამ ისტორიაში არის ერთადერთი ადამიანის, მეცენატ ბიძინა ივანიშვილის. მისი გამბედაობის, ქვეყნის სიყვარულის, ერთგულების, რომ საქართველო არ აღმოჩნდა ბრმა იარაღი კოლექტიური დასავლეთის ხელში რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი მიზნების მისაღწევად.
ცუდად ჟღერს, მაგრამ უკარინის ადგილს დღეს დაქცეული, განადგურებული , დაყოფილი, სისხლისაგან დაცლილი საქართველო უნდა ყოფილიყო, რომ არა ბატონი ბიძინა და მისი სიმტკიცე უარი ეთქვა „ სტრატეგიული პარტნიორების „ ბოროტი განზრახვებისათვის.
მადლობა, ბატონო გოჩა საინტერესო საუბრისათვის.