7 ოქტომბერი 2024

ინგლისის ბანკი: ლონდონს საათები  აშორებდა „ფინანსური არმაგედონისგან“ ტრასის ქმედებების გამო

Compressed by jpeg-recompress

გაერთიანებულ სამეფოს ფინანსური არმაგედონისგან  საათები აშორებდა  წინა პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გადაწყვეტილებების  გამო. ამის შესახებ  ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ განაცხადა.

  • ”ჩვენ ნამდვილად მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ბაზრები იყო ძალიან არასტაბილური და ეს იყო ძირითადი ბაზრები, ეს არის სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი, რომელიც მრავალი თვალსაზრისით არის ყველაზე მნიშვნელოვანი.  სიტუაცია გავლენას ახდენდა საპენსიო ფონდებზე – სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარების მსხვილ მოთამაშეებზე.
    „ჩვენი საზრუნავია, რომ როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გამოდის, ის შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს.  ასე რომ, ჩვენ იძულებული გავხდით სწრაფად ჩავერთულიყავით  და მიგვეღო გადამწყვეტი ნაბიჯები“, – დასძინა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა. ბეილის ხელმძღვანელობით ბანკმა აქტიურად დაიწყო სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა და ამ მიზნით  19,3 მილიარდი ფუნტი (21,5 მილიარდი დოლარი მიმდინარე კურსით) დახარჯა.

კითხვაზე, რამდენი დრო დასჭირდებოდა  მსხვილი ბაზრის კრახს, ბეილიმ უპასუხა: „იმ დროს, როცა ჩვენ შევედით, შემიძლია გითხრათ, რომ ბაზრიდან ვღებულობდით შეტყობინებებს, რომ ეს იყო საათები“. ”ეს იყო რეალური საფრთხე ფინანსური სტაბილურობისთვის,” დასძინა მან.

სექტემბრის ბოლოს ტრასის მთავრობამ წარმოადგინა გადასახადების მასიური შემცირების გეგმა. სამეფოს საფონდო და ობლიგაციების ბაზრები უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებდნენ პროგრამაზე, ფუნტი დაეცა რეკორდულ დაბალ დონემდე, თითქმის დოლარის ტოლფასი გახდა, ხოლო გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების ღირებულება გაიზარდა იმ დონემდე, რომელსაც არ მიუღწევია 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. შედეგად, ტრასს მოუწია გაეთავისუფლებინა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი კვაზი კვარტენგი, მაგრამ ამან არ უშველა მის სავარძელში დარჩენას კონსერვატიული პარტიის კოლეგების უკმაყოფილების ფონზე.

შედეგად, 20 ოქტომბერს ტრასმა თანამდებობიდან გადადგომა გამოაცხადა. მან პრემიერ-მინისტრად 50 დღეზე ნაკლები გაატარა. ეს გახდა ანტირეკორდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ისტორიაში.  პრემიერ-მინისტრის პოსტი ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა რიში სუნაკმა ჩაიბარა.