საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მცხეთის მერიას ახალაიების კლანი მართავს! – თბილისი 24
20 მაისი 2024

მცხეთის მერიას ახალაიების კლანი მართავს!

რა კავშირია  ნაც.ადვოკატ ლევან ზაქრაძეს და  მცხეთის დღევანდელ მერ, ქოც დიმიტრი ზურაბაშვილს შორის?

ამ კითხვაზე  12 აპრილს, მცხეთის რაიონულ  სასამართლოში  სასწრაფოდ ჩანიშნული პროცესი გასცემს. სასამართლო საქმე მცხეთის რაიონის სოფ. ჯიღაურაში, მცხეთის მერის  მფრაველობით უკანონოდ აშენებულ ბეტონის ქარხანის დემონტაჟს ეხება.

უკანონო ქარხნის მფლობელების ადვოკატი ლევან ზაქრაძე  სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს  ბაჩო ახალაიას  და მეგის ქარდავას სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. ადვოკატად მოვლინებული  ლევან ზაქრაძე  მხილებულია  სერგო თეთრაძის მკვლელობის  საქმეში.

ამავდოულად, ახალაიების კლანის მეორე საყრდენი მცხეთა -მთიანეთის მხარეში რეჟიმის დროს,  დღევანდელი  გაქოცებული მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი გახლავთ.

დიმიტრი ზურაბიშვილი 2008- 2012 წლებში – ჯერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩანა ახალაიას მოსვლის შემდეგ კი 07.2012- 09.2012 პერიოდში  შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი გახდა.

2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ დაუკარგა ამაგი სასჯელაღსრულების ფაქტობრივმა მმართველმა , შემდგომში მსჯავრდებულმა  მირზა სუბელიანმა  ( რომელიც თავად  გახლდათ სააკაშვილის პროკურორი) და  2012  წლის სექტემბერშივე  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის მე-15 დაწესებულების დირექტორად დანიშნა.

2021 წლის აგვისტომდე  ასე დაჰყავდათ  „სანთლით ნაძებნი, რჩეული კადრი”  ზურაბიშვილი პენიტენციურ თუ პოლიციის სამმართველოებში მაღალ თანამდებობებზე, სანამ  მისი მეორედ მოსვლა არ იქნებოდა და მერად არ მოევლინებოდა მცხეთას, რათა  თავის მავნებლური „მოღვაწეობა“ გაეგრძელებინა.

გავრცელებული  ინფორმაციით, დიმიტრი ზურაბიშვილის მფარველი და რეკომენდატორი  ხელისუფლებაში  ყელ-ყურ- ცხვირის ოსტატი,  დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა.

რცხვენოდეს მცხეთის „ქართული ოცნებას“ , რომელსაც მერად ნაცი- მწამებელი მერი უზის და განუკითხვავად მართავს რეგიონს.  იმედია, სასამართლო ნაწილობრივ ჩამორეცხს  სირცხვილს   რეგიონს!