სწორედ თქვენ, კოლექტიური ლომჯარიები, კოლექტიური ბერძენიშვილები ზრდით ნეობოლშევიკებსა და ნეოფაშისტებს!
ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ნინიკო მშვიდობაძე, კოლექტიურ ლომჯარიებს, სამნიძეებს და ბერძენიშვილებს მიმართავს:
-“სად ხართ, თქვე აფერისტებო, გამოდით ახლა და ევროკავშირი დატუქსეთ, გააკრიტიკეთ, გააპროტესტეთ მისი ქმედება!
ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს (აიძულებსო, გესმით?!) არასამთავრობო ორგანიზაციებს გაამჟღავნონ უცხო ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება!
საინტერესოა, ახლა რას იტყვით, კოლექტიურო სამნიძეებო და ლომჯარიებო?
თუ კანადის მსგავსად ახლაც უსუსური და თითიდან გამოწოვილი არგუმენტით ახსნით ამ ამბავს: ჩვენთვის ამ კანონის მიღება იმიტომ არ შეიძლება თურმე, რომ ჩვენ დემოკრატიაში ახალფეხადგმული ბავშვივით ვართ და ეს კანონი ჩვენს ხელში ისეთივე საშიში იქნებოდა, როგორც დანა სამი წლის ბავშვის ხელშიო, ასე არ თქვით?
რა ვიცი, აკი რუსულიაო? ხომ აუბნიეთ ამ ახალგაზრდებს თავგზა, ხომ დააპროგრამეთ და არა რუსულ კანონსო, აძახებინეთ.
რა უცნაური და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ხალხი ხართ ისე, არცკი წაგიკითხავთ და ისე გამოგაქვთ დასკვნები, გასაოცარი ევროპული აზროვნებაა, ღმერთმანი. ლექტორი გააგდებინეთ სტუდენტთა ერთ ჯგუფს დღეს უნივერსიტეტიდან, დიახ, თქვენ გააგდებინეთ, რადგან სწორედ თქვენ, კოლექტიური ლომჯარიები, კოლექტიური ბერძენიშვილები ზრდით ნეობოლშევიკებსა და ნეოფაშისტებს, მაგრამ კოლექტიური პავკა კორჩაგინი ბოლოს საკუთარ მშობელსაც რომ კლავს, ეს გავიწყდებათ!
წადით ახლა და ევროპარლმენტთან მოაწყვეთ აქციები სლოგანით: არა რუსულ კანონს!!!
რამდენიც უნდა შეინიღბოთ, თქვე უნიჭოებო, ხომ მაინც ყველამ ვიცით, რომ თუ რომელიმე ქვეყნის დაკვეთას ასრულებთ, ეს რუსეთია; თუ რომელიმე ქვეყნიდან იმართებით, ეს რუსეთია; თუ რომელიმე პატრონის დავალებას ასრულებთ, ეს პუტინია; თუ ვინმეს მონები ხართ, ისევ და ისევ პუტინის. რისი ევროპა და ამერიკა?
თქვენ ვის აბოლებთ და ატყუებთ? თუ გგონიათ, მამლის ქურდივით, მამლის კუდი არ გიჩანთ, ძალიან სცდებით.
თქვენ მიყიდეთ ენგურჰესი რუსულ კომპანიას; თქვენ მიჰყიდეთ ჟინვალჰესი რუსულ კომპანიას; თქვენ მიჰყიდეთ რიონჰესი, გუმათი 1 და გუმათი 2 რუსულ კომპანიას, საერთო ჯამში თქვენ 17 ჰესი 4 რუსულ კომპანიაზე გაყიდეთ; თქვენ მიჰყიდეთ რუსულ კომპანიას ყაზგაზტრანსი “თბილისი”, გაზის კომპანია “იტერა”; რუსულ კომპანია გაზპრომზე გაყიდეთ შავ ზღვაში ნავთოისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი”; :პრომიშლენ ინვესტზე” გაყიდეთ “მადნეული” და “კვარციტი”; ეს თქვენ იყავით, ვინც რუსეთის რკინიგზას დაუთმეთ საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან; რუსულ “ვი-თი-ბი” ბანკს მიჰყიდეთ გაერთიანებული ქართული ბანკი; რუსულ კომპანიებზე გაასხვისეთ ზესტაფონის ფერო და ელმავალთმშენებელი ქარხანა.
საერთო ჯამში 33 კომპანია გაასხვისეთ “ვივამედის” პაციენტის სრული კარტბლანშით რუსეთზე!
დიახ, სწორედ თქვენ ხართ რუსეთის აგენტები და რუსეთუმეები, თქვენ, რომლებიც დღესაც რუსეთიდან ფინანსდებით, რუსული პასპორტები გაქვთ, ვინც რუსეთს კაპიტულაციაზე მოუწერეთ ხელი, ვინც რუსეთის კულტურის მინისტრს 2008 წლის ომის მერე კონცერტების ჩატარებას ევედრებოდა, ვინც ხელგაშლილი ეგებებოდა რუსებს საზღვართან აგვისტოს ომის შემდეგ!!!
რუსეთუმეებო, ამ ქვეყანას თქვენ არავინ აგარევინებთ!
არც იმის უფლებას მოგცემთ ვინმე, რომ ეს ჩვენი სანაქებო ახალგაზრდობა თქვენი ბინძური ზრახვებისთვის გამოიყენოთ!!!”- წერს ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში.