6 დეკემბერი 2024

ბევრს საუბრობენ საბჭოთა კავშირში სტალინის შემდეგ N1 ავტორიტეტის მქონე ფიგურის – ლავრენტი ბერიას  სისასტიკის შესახებ, თუმც, ხშირად კონკრეტული ფაქტების გარეშე ან უბრალოდ გამოგონილი, ხრუშოვისეული აბსურდული ბრალდებებით.
სტალინის მმართველობის დასრულების შემდეგ  ბერიას მიერ  გატარებულ იქნა არაერთი ღონისძიება, რომელიც სხვა კუთხით დაგანახებთ მის პიროვნებას,  თუ რის გაკეთება შეძლო მან პოსტსტალინური  მმართველობის 113 დღეში, 1953 წლის 5 მარტიდან – 26 ივნისის პერიოდში.

ყურადღება: ეს არის მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია და არა მისი გამართლების მცდელობა!

1. 1953 წლის 5 მარტს სკკპ ცენტრალური კომიტეტის, მინისტრთა საბჭოსა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ერთობლივი პლენარულ სხდომაზე ბერიას ინიციატივით  შემცირდა პრეზიდიუმი 25-დან 11 წევრამდე და წევრობის კანდიდატი 11-დან 4-მდე, სამდივნო 10-დან 6-მდე, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა არსებობა შეწყვიტა – არაკონსტიტუციური ორგანო, რომელიც შეიქმნა სტალინის პირადი წინადადებით,
2. 15 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამინისტროების გაერთიანების შესახებ, სამინისტროების რაოდენობა 51-დან 25-მდე შემცირდა,
3. 27 მარტს სსრკ-ში გამოცხადდა ამნისტია, რომლის დროსაც სასჯელის მოხდის ადგილებიდან გაათავისუფლდა 1 მილიონამდე პატიმარი. ბერიას ინიციატივით მოხდა მიხაილ კაგანოვიჩის, არტილერიის მარშალის იაკოვლევის, გენერალ ვოლკოტრუბენკოს, ავიაციის გენერლების რეპინის, შიმანოვის, სელეზნევის, საავიაციო ინდუსტრიის ყოფილი სახალხო კომისრის შახურინის, შეიარაღების მინისტრის ყოფილი მოადგილის მირზახანოვის და სხვების რეაბილიტაცია, პატიმრობიდან გათავისუფლებულ იქნა მოლოტოვის მეუღლე.
4. 28 მარტს ბერიამ უზრუნველყო სსრკ მინისტრთა საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღება “სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროში გამოსასწორებელი შრომითი ბანაკებისა და კოლონიების გადაყვანის შესახებ” ,
5. 1 აპრილს  სსრკ-ში განხორციელდა  ფასების საყოველთაო შემცირება, საშუალოდ 10%-ით,
6. 3 აპრილს  შეწყდა პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექიმთა საქმე,
7. 4 აპრილს ბერიამ გამოსცს ბრძანება სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი №0068- დაკავებულთა მიმართ ყოველგვარი იძულებითი ზომების გამოყენებისა და ფიზიკური ზეწოლის აკრძალვის შესახებ“,

8. 5 მაისს ბერიას ინიციატივით გაუქმდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1950 წლის 20 მაისის ბრძანებულება „კავკასიის რესპუბლიკებში მარცვლეული კულტურების გაფართოების შესახებ“. ამ გაუქმებამ შესაძლებელი გახადა აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების გამოყენება იმ კულტურების გასაშენებლად, რომლებიც მხოლოდ იქ შეიძლება განვითარებულიყო: ციტრუსი, თამბაქო, ჩაი და ა.შ. მეორე მხრივ, ამგვარმა ღონისძიებამ გააძლიერა საკავშირო რესპუბლიკების ურთიერთდამოკიდებულება, რამაც ობიექტურად გააძლიერა საბჭოთა კავშირს.

9. 1953 წლის 9 მაისს ბერიას დავალებით ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმა მიიღო დადგენილება სახალხო არდადეგების დღეებში დემონსტრანტებისა და საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობების სვეტების გაფორმების შესახებ. რეზოლუციამ გააუქმა სვეტებისა და შენობების დეკორაცია ლიდერების პორტრეტებით, ასევე გააუქმა დემონსტრანტებისთვის სამთავრობო ტრიბუნიდან მიმართვის გამოცხადების პრაქტიკა,

10. 20 მაისს ბერიას წინადადებით მიღებულ იქნა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისრის აპარატის რეორგანიზაციის შესახებ,რაც მნიშვნელოვნად შეამცირა ბიუროკრატიული აპარატი,

11. ბერიას ინიციატივით გაუქმდა რსფსრ ყველა რეგიონი, რომელიც შეიქმნა 1952-1953 წლებში , გაუქმდა ასსრ-ს რეგიონალური დაყოფის ექსპერიმენტი, რომელიც შემდეგ ხრუშოვის მიერ კვლავ აღდგენილ იქნა,

12. ბერიას ინიციატივით ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმს წარედგინა წინადადება სპეციალური საპასპორტო შეზღუდვებისა და შეზღუდული ტერიტორიების გაუქმების შესახებ“, აგრეთვე სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ,

13. ბერიას მიერ შეთავაზებული იქნა აშკარა საკადრო ექსცესების გამოსწორების გეგმა“ , მაგალითად: ეროვნული პრინციპით თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ , მომავალში სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი მოტივი აფხაზეთის დაკარგვის,

14.ყველა ინდუსტრიული ეროვნული ეკონომიკური სტრუქტურა (საწარმოები, ორგანიზაციები, ტრესტები და ა.შ.) სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისდიქციიდან გადაეცა შესაბამისი დარგობრივ სამინისტროს,

15. ბერიას ინიციატივით მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, რომელიც შსს-ს რეპრესიული ორგანოდან მაკონტროლებელ ორგანოდ გადაქცევას გულისხმობდა,

16.ბერიას ინიციატივით დაწესდა ახალი საკავშირო ორდენები და გამოიცა ბრძანება მათი უპირველეს ყოვლისა კულტურის მოღვაწეების დაჯილდოების , მაგალითად: შევჩენკოს, ნიზამის, ნავოის, რუსთაველის და ა.შ.

17.ბერიას ინიციატივით განსაკუთრებულ კონტოლზე აყვანილ იქნა სსრკ-ში ატომური სფეროს განვითარება- როგორც საბრძოლო იარაღის, ასევე ატომური ელექტო სადგურების მშენებლობის მხრივ,

18. ბერიას დამსახურებით დასრულდა პირველი საბჭოთა თერმობირთვული (“წყალბადის“) ბომბის შექმნა,

19. საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად შეუტიეს აშშ-ს საჰაერო ძალებს, რომელმაც დაარღვიეს სსრკ საზღვარი კამჩატკას რეგიონში, რაც სტალინის პერიოდში კეთილგანწყობის მიზნით არ ხდებოდა,

20. 17 -25 (?) ივნისს ბერია ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში “, მარმელადის ამბოხის ჩასახშობად, რა დროსაც ფაქტობრივად გადაწყვიტილი ჰქონდა ორი გერმანიის გაერთიანების საკითხი სსრკ-ს პროტექტორატის ქვეშ, რომელიც გერმანიას ევროპის N1 საბჭოთა ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევას გულისხმობდა.

მკვლელობის ვერსიების შესახებ:

– ერთ-ერთი ვერსიით : 26 ივნისს მის რეზიდენციას მიუახლოვდა სპეციალური საიდუმლო ფოსტოს მანქანა, სადაც ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულო აგენტები იმყოფებოდნენ. მებრძოლებმა შტურმით აიღეს ბერიას საცხოვრებელი და მოახდინეს მისი ადგილზე ლიკვიდაცია.
– სხვა ვერსიით: 26 ივნისს გდრ-დან დაბრუნებულმა ბერიამ პირდაპირ კრემლს მიაშურა, სადაც მოხდა მისი შეპყრობდა და ადგილზე  ლიკვიდაცია.

დადასტურებული ფაქტია, უკვე, 29 ივნისს პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი იყო ორი გერმანიის გაერთიანების საკითხის გატანა- დამტკიცება. ხრუშოვის მმართველობის პირველსავე დღეებში დაპატიმრებულ ან შეცვლილ იქნა მთელი სახელისუფლო ვერტიკალი, დაწყებული რესპუბლიკის ცკ-ს მდივნიდან – მილიციის უფროსების ჩათვლით. არ შეხებიან მხოლოდ საგარეო დაზვერვის არც ერთ კადრს, რაც ამყარებს გადატრიალებაშ მათ ჩართულობის ვარაუდს.

საბჭოთა ოფიციოზის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი დაპატიმრების, დაკითხვის, სასამართლო პროცესების შესახებ არის სრული ტყუილი. არ არსებობს არც ერთი ფოტო- კინო მასალა , რომელიც მისი ცხოვრების. 1953 წლის  26 ივნისის შემდგომ პერიოდს ასახავს.