საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მცხეთის მერი- ოცნებაში ჩაბუდებული ნაცები – თბილისი 24
20 მაისი 2024

მცხეთის მერი- ოცნებაში ჩაბუდებული ნაცები

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, 2012-ში ხელისუფლება გადავაბარეთო? არ დაიჯეროთ, არსად წასულან ნაცები, პირიქით, მერაბიშვილის და ახალაიას კადრები დღეს უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან დაწინაურებულები,თუნდაც  პირადაპირ მერებად და როგორც მიშამ ასწავლა, ისე  წყვეტენ ადამიანების ბედს!
არ გჯერათ? ერთ-ერთი მაგალითი მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილია, ნაცების აქტიური ზეობის პერიოდში სახელწმიფო ხორცსაკეპირი მანქანის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

ზურაბიშვილი 2008- 07.2012 წლებში – ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩანა ახალაიას მოსვლის შემდეგ კი 07.2012- 09.2012 პერიოდში  შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი გახდა!

ხელისუფლების „ცვლილების“ შემდეგ არ დაუკარგა “ამაგი” სასჯელაღსრულების ფაქტობრივმა მმართველმა , შემდგომში მსჯავრდებულმა მირზა სუბელიანმა და 9. 2012 – 11.2012 წწ – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის მე15 დაწესებულების დირექტორად დანიშნა!

2021 წლის აგვისტომდე კი ასე დაჰყავდათ “რჩეული კადრი” ზურაბიშვილი პენიტენციური თუ პოლიციის სამმართველოებში მაღალ თანამდებობებზე.

„ქართული ოცნების“ მამებო, რას ერჩით სააკაშვილს, რატომ ტანჯავთ?გამოუშვით და ჩაუყენეთ მათ სათავეში; ქვეყანაც დაისვენებს და ევროკავშირის 12 პუნქტის მოთხოვნაც ზედმიწევნით შესრულდება.

ფიქრობთ, რომელიმე დაგინდობთ ან დაგიფასებთ ამაგს?!

დეტალურად ნაცი მცხეთის მერის სამსახურეობრივი კარიერა იხილეთ აქ:

http://mtskheta.gov.ge/ka/structure/mayor-of-mtskheta