საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:10

ირაკლი ოქრუაშვილი:ივანიშვილს უკეთეს შემთხვევაში, მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები

18-11-30 21:02:55 | Print

2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ამ ფორმატით თავში გაევლო, ლიტერატურულად ვიტყვი, ივანიშვილს უკეთეს შემთხვევაში, მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის დამარცხებასა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რასაც ცხოვრების საუკეთესო წლები შესწირა.

- „ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს უმადურობას და მე მათდამი არანაირი მადლობა არ მაქვს სათქმელი.

2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი?!

2007 წელს ის პროცესები, რაც დაიწყო სააკაშვილთან ჩემი დაპირისპირებით, რომ არ გამხდარიყო მთელი შემდეგი წლების მოვლენების კატალიზატორი, სად იქნებოდა ივანიშვილი? სააკაშვილის სასთუმალთან, ისევ ისე კომფორტულად მოწყობილი და მონავარდებული, როგორც მანამდე, დაახლოებით 2009 წლამდე იყო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ სამადლობელი არაფერი აქვს, არამედ აქეთ უნდა გადაუხადონ მას მადლობა.

- „მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შევიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე.

ასე რომ, მე მათთან სამადლობელი არაფერი მაქვს. პირიქით, იქით გადამიხადონ მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის ექვსი წლის განმავლობაში ექვსჯერ მაინც მოატყუა.

- „ივანიშვილმა ექვსი წლის განმავლობაში ექვსჯერ მაინც მომატყუა პირად საკითხებში, ორჯერ გამიყალბა არჩევნები.

2016 წელს, როდესაც დარწმუნდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ გორში, ორი ტყვია მესროლეს და ამ ყველაფრის გამო, ერთი ბოდიში არ უთქვამს არავის”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 222 times