საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:12

გახსოვთ როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძე,იუზას, გზების უფროსს..ისე მოვატანინებ ივანიშვილს

18-11-20 00:23:07 | Print

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია-ო, თავისას არ იშლის საქართველოს მოუშერებელი ჭირი, პრეზიდენტად ყოფილი, ქართული სასამართლოს მიერ მრავალ დანაშაულში მსჯავრდებული  მიხეილ სააკაშვილი და  არჩევნებში საკუთარი კლონის გრიგორის  გამარჯვების შემთხვევაში წარსული სისხლიანი  პრაქტიკის გამეორებას აანონსებს. 

“ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ.

მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს.

ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ.

ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს.

ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ.

როგორც კი გია ვაშაძე მოიგებს მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ეს კაცი მოიტანს…

მე არასდროს მომიტყუებიხართ და ამასაც მოვატანინებ, გახსოვთ როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გახსოვთ როგორ მოვატანინე გზების უფროსი რომ იყო იუზა თუ რა გვარი იყო…. გახსოვთ როგორ მოვატანინეთ ყოფილი კავშირგაბმულობის….” – აცხადებს ტანსაცმლიანი გიჟი, ყოფილი საქართველოს  ნაპრეზიდნეტალი.

Rate this item
(0 votes)
Read 235 times