საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:30

„დევნილი“ პრეზიდენტი: მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა

18-10-12 11:10:06 | Print

სექტადქცეული პარტიის  ბელადი მიხეილ სააკაშვილი ჩვენებას უკვე მერამდენედ ცვლის.

     მიჰა ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულა, რა დაარქვას მის  2012 წლის 1 ოქტომბრის  პოლიტიკურ ტრაგედიას-  „ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“და  „ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარებისკენ გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი,  რომელსაც ასევე  ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  2012 წლის საკუთარ  ანგარიშში საქართველოს შესახებ, თუ „რუსული სპეცოპერაცია“.

    ფარულ ჩანაწერების სერიის, რომელსაც მისი ჯიბის ტელევიზია  ავრცელებს მიზანია, 2012 წლის  არჩევნები  „სახელმწიფო გადატრიალებად და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობად “ შერაცხოს, რომელსაც, როგორც თავად აცხადებენ  „ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გეგმავდა .“

   სააკაშვილის თქმით, ჩანაწერებმა  თურმე  „კიდევ ერთხელ დაამტკიცა“, რომ „ 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია“, რომლის მთავარი დასაყრდენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.

-         „ 2012 წელს ახლა ყველაფერი ნათელი ხდება ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით,თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა.

   ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებს, შმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში,“ აცხადებს „დევნილი“ პრეზიდენტი.

Rate this item
(0 votes)
Read 240 times