საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:34

სიტყვა მქონდა მიცემული მაგ სიტყვას არ ვიხმარდი საქართველოში და მზაკვარმა ქართველებმა მაინც წამომაცდევინეს

18-08-26 11:38:05 | Print

მერკელთან ერთად მომიწია მგზავრობა, ცხვირპირი ჩამოსტიროდა.

ხო მშვიდობაა, ანგელინა ბიცოლა მეთქი ჩავეკითხე.

რაღა მშვიდობაა, ამ ზამთარს რა ჩემი ყ... გავათბო გერმანია იმას ვფიქრობო.

კი მინდოდა მეთქვა ჩემით გათბით მეთქი მარა დიპლომატიური ეტიკეტი არ ითვალისწინებს ესეთ უშვალობას და ისევ ეტიკეტური ნორმებით წავეხმარე "რითაც შარშან თბებოთით იმით გათბით."

შემომხედა უიმედო თვალებით და უფრო უიმედოდ აქვითინდა ((

- ვოვა არ მაპატიებს იმას !

- რა იმას ?

- სიტყვა მქონდა მიცემული მაგ სიტყვას არ ვიხმარდი საქართველოში და მზაკვარმა ქართველებმა მაინც წამომაცდევინეს.....

გააგრძელა უიმედო ქვითინი ფრაუ მერკელმა.

- და რა სიტყვაა ასეთი?

ვეღარ გავიმეორებ, ვეღააარ მოუმატა ანგელამ გოდება...

დავიწყე ფიქრი რა სიტყვა წამოაცდევინეს ესეთი წილხვედრში, ციმბირისა და ცენტრალური ევროპის ძირძველ კავშირს ესე რომ მოშლიდა.

რა სიტყვა შეიძლება წამოაცდევინო ადამიანს რომ...... ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?

ვერა.... 1 -0

გავიხარე პირველი წარმტებით)

აბა თქვი- ათი!

კიდევ რაღაც გამახსენდა ბავშვობის მოგონებებიდან. ათი გაიმეორა ანგელინამაც, კაკაშკაში ჩაყავი თათი!

იმწამსვე მივახალე მიგნებით გახარებულმა , თუმც უმალ მივხვდი ეს ის სიტყვა არ იყო რაც "წამოაცდევინეს" კიდევ ვცადე,

აბა თქვი ოლიფანტე ,

- ოლიფანტე,  გაიმეორა წინა სხარტულით გამხიარებულმა მერკელმა ,

ის ის.... აი ის ვქენი და მოგიფანტე, უფრო საყვარლად აკისკისდა კანცლერი

მოკლედ , კიდევ ბევრი სიტყვა ვცადეთ ,

ლიმონ ერთი, ლიმონ ორი, ლიმონ სამი.....

ათამდე დავათვლევინე და ლომონათიც ვათქმევინე ,

25 შავი დევიც.....აპააა ყველაფერზე კისკისებდა,

ვერეაფრით წამოვაცდევინე ის სიტყვა რაც ქართველებმა წამოაცდევინეს, მაინც რას გერჩოდა ოკუპანტი ვოვა

წინადადება არ მქონდა დამთავრებული ისეთი შეჰკივლა პილოტმა სტოპ კრანი მოქაჩა ...აღარ ახსენო ეგ სიტყვა!

პირველადაა ძნელი თორე მერე ისე მიეჩვევი...

ვცადე გამხნევება, ქართველი ხარ?

ისეთი ხმით მკითხა თავი გოდერძი მახარაშვილად შევიგძენი, ჰოო ქართველი ვარ და გავემზადე იმის საპასუხოდ რომ გურჯანელიც ვარ მარა ვიღამ მაცალა.....

ხელში 45 წელს დრეზდენიდან მოპარული ნახატის უნიჭო კოპია დამაკავებინეს და თვითმფრინავიდან მისროლეს )

მალხაზ თოფურია, ბლოგერი

 

Rate this item
(0 votes)
Read 1450 times