საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:13

განიბნევა წვდიადი,ამოვა მზე,დაშრება ჭაობი, ჯოჯოები აორთქლდებიან, როცა გრიგოლი პრეზიდენტი გახდება

18-08-01 10:53:03 | Print

 როცა გრიგოლს აირჩეევენ, მზე ამოვა და მთელი ეს წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან, ჭაობი უცებ დაშრება და საქართველო შეაჩერებეს ნგრევას, ამის შესახებ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მძიმე დანაშაულისათვის ძებნილმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი ტელევიზიის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

- "მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის მომავალი საქართველოს პრეზიდენტი.

გრიგოლ ვაშაძეს ალტერნატივა არ ყავს.

როგორც კი ის შევა პრეზიდენტის სასახლეში, ის შეძლებს მთები გადაატრიალოს და შეცვალოს ყველაფერი.

ქართველი ხალხი მას აირჩევს, ვინაიდან ქართველი ხალხი მას აირჩევს, ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს და იმ წამიდან, როცა ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე არის დამთავრებული.

აი, როგორც ზღაპრებშია, წყვდიადი რომ გაიბნევა და უცებ მზე ამოვა, ასევე იქნება ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად, ეგრევე მზე ამოვა და მთელი ეს წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან, ჭაობი უცებ დაშრება და საქართველო შეაჩერებეს ნგრევას", - განაცხადა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.

Rate this item
(0 votes)
Read 243 times