საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 4:04

მარგველაშვილი-პუტინს: დღეს ჩვენს მხარეს არის ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს

18-05-16 13:22:40 | Print

დღეს ჩვენს მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს,

- ასე პროვოკაციულად მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრისას რუსეთის ხელისუფლებას და ინატრა დრო, (რომელიც არასდროს დადგება, რადგან რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკურ მონებს კატეგორიულად არ ესაუბრება) , როდესაც ის  რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება  მისი სიტყვებით  " არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში".

- "შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენს წინააღმდეგ - ისინი ამბობენ, რომ მაინც დაგამარცხებთ, მოდით შეეჩვიეთ რეალობას, უარს თქვენს მიწაზე და მერე დავლაგდებით.

ცდილობენ ჩვენს მორალურ გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით.

დღეს ჩვენს მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს.

რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ ხელისუფლების მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი.

მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში.

აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი.

ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1472 times