საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 4:04

გაზომვადი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ 10 წელში მაინც ევროკავშირში გავწევრიანდეთ

18-05-15 15:43:43 | Print

ევროკავშირის წევრობისათვის  მაქსიმალურად გაზომვადი და ყველასთვის გასაგები უნდა ნაბიჯები გადავდგათ, რომ ეს შესაძლებელი გახდეს ერთ წელიწადში ან შეიძლება ათ წელიწადში, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

განცხადება მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:

 -„ჩვენ უნდა შევქმნათ მოლოდინი, როგორც საზოგადოებაში, ასევე გარეთ, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნება, რათა მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებიდან, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

ამასთან, მაქსიმალურად გაზომვადი და ყველასთვის გასაგები ნაბიჯები გადავდგათ, მათ შორის იმ საბოლოო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, რომელიც არის ევროკავშირში წევრობა.

განაცხადის გაკეთებაც მოხდება მაშინ, როდესაც ამისთვის იარსებებს შესაბამისი საფუძველი.

ეს შესაძლებელია იყოს ერთ წელიწადში და შეიძლება ათ წელიწადში.

ამას განსაზღვრავს მოცემულობა, რომლითაც ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ქვეყნის შიგნით და ასევე ევროკავშირთან ერთად.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს იყოს უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, – განაცხადა  ჯანელიძემ.

Rate this item
(0 votes)
Read 277 times