საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:38

საქართველო ინგლისს სოლიდარობას უცხადებს და ერთადერთ რუს დიპლომატს აძევებს

18-03-29 14:31:42 | Print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- „საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში“,  - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული  რუსეთის მოქალქე და ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. 

სკრიპალმა ინგლისის დაზვერვას ევროპაში მოქმედი  რუსეთის აგენტურის სია 100.000 დოლარად მიყიდა, რის გამოც იგი რუსეთის სასამართლომ გაასამართლა, ხოლო შემდგომ აშშ-ში დაკავებულ რუს აგენტებში გადაცვალა. 

ოფიციალური ლონდონი  საბოლოო გამოძიების დასკვნამდე "ამტკიცებს" ,რომ  მოწამვლაში მონაწილეობდა მოსკოვი, თუმც რუსეთის ხელმძღვანელობის არაერთგზის მოთხოვნის საქმის მასალებს არ აცნობს.

ინგლისის პოზიცია მარტივია, სკრიპალის მოწამვლის მაგალითი შესანიშნავი საბაბია რუსეთის კომპრომენატაციის და დამატებით იზოლაციაში მოქცევის. 

ინგლისის ზეწოლით  ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მათმა საერთო რიცხვმა  უკვე 144-ს გადააჭარბა. 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1597 times