საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 3:56

ვინ არიან ისინი, "მავნე ძალები" ქართულ საზოგადოებაში ?

18-02-20 14:34:59 | Print

"სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე" ახალი ამერიკული დირექტივების (შთაგონებების) , ე.წ. ტრენინგების ციკლის გახსნისას ამერიკის ამირა საქართველოში, რუსული ენის სპეციალისტი და სლავისტიკის დოქტორი იან კრავფორდ კელი ქართულ საზოგადოებაში არსებული ,მითიური "მავნე ძალების" შესახებ საუბრობს და საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებას რუსული გავლენის საწინააღმდეგო  მოქმედების პრინციპებს აცნობს.

- „ჩვენს ინტერესებში შედის, რომ თქვენ უფრო და უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, რომ თქვენ ნატო-ს, ევროკავშირს შეუერთდეთ.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა გქონდეთ, რომ მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება.

ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღეროთ, რომ ხალხს ის ესმოდეს.

უნდა მოქმედებდეთ პრინციპით, ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი მესიჯი.

ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის.

თუ თქვენ არ განსაზღვრავთ, ვინმე სხვა ჩრდილოეთისკენ განსაზღვრავს მას თქვენთვის ან დააფინანსებს  მ ა ვ ნ ე  ძალებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის,“-იძლევა რჩევა-დარიგებას მუდამ ქართველ ერზე მზრუნველი იანი.

 



Rate this item
(0 votes)
Read 662 times