საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:30

თემურ ალასანია- მიშა არასდროს იტყუება,ის გადაშლილი წიგნია, რომელიც წყნარად უნდა იკითხო

18-02-19 14:27:47 | Print

რუსულმა ტელეარხმა ნტვ-მ უკრაინის ყოფილი გუბერნატორის, ორი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ბრალდებული, მიხელ სააკაშვილის ბიძის ინტერვიუ გამოქვეყნეს ქვესათაურით - რუხი კარდინალი, ЦРУ-ს აგენტი ქართული აქცენტით და ბნელი წარსულით.

სააკაშვილის ბიძა- თემურ ალასანია ჟურნალისტთან ყვება საკუთარი წარსულის, დისშვილ მიხეილის განსაკუთრებული თვისებების და ოჯახის გენეალოგიის შესახებ.

ალსანია ამბობს, რომ მისი ოჯახი საქართველოს უკანასკნელი ორი მეფის - გიორგი XII-ის და სოლომონის პირდაპირი შთამომავალია.

- " ამერიკაში 1984 წლის მაისიდან ვცხოვრობ. ვაშინგტონში ვიმუშავე საბჭოთა საელჩოში 5 წელი.

ყველასთან მისაუბრია , ყველას შევხვედრილვარ სახელმწიფო მდივნებს, კონგრესმენებს..

ბრეჟნევიდან დაწყებული, პრაქტიკულად აშშ-ს ყველა პრეზიდენტს ვარ შეხვედრილი- რეიგანის გამოკლებით, ან გაეროში მუშაობის დროს ან ვაშინგტონიდან.

დღეს ყველგან და ყველაფერში სადაც გაიხედავთ დაინახავთ რუსულ კვალს.

უბრალოდ ფაქტებზე დაყროდნობით ვსაუბრობ ამას , შორს ვარ ფორესტოლის სინდრომის, შიშის ან რუსული პარანოიისგან .

რუსეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა ჩემს პაპის პაპის პაპას სოლომონს , ფაქტობრივად დაატოვებინა სამშობლო.

რუსეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა ჩემს ოჯახს ჯერ კიდევ იმ დროიდან და ეს დღემდე არ შეუწყვიტავს.

ჩვენი მოდგმა ორივე მხარიდან პირდაპირი ხაზით შთამომავალია საქართველოს უკანასკნელი ორი მეფის - გიორგი XII-ის და სოლომონის, ბებიის და ბაბუის ხაზით.“

სააკაშვილის ბიძა უკრაინაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინა უკრაინელებმა გაყიდეს, თუმც ისინი რუსეთის თანამედროვე ურდოსგან იცავენ მსოფლიოს .

- „ დღეს უკრაინა იმას აკეთებს, რაც გააკეთა ავსტრიამ. როგორც, ავსტრიამ გადაარჩინა ევროპული კულტურა ოქროს ურდოსგან, უკრაინა იცავს თანამედროვე ურდოსგან მსოფლიოს და ევროპა უნდა იყო მისი მადლობელი , ქედს უნდა უხრიდეს უკრაინას.

უკრაინელები ევროპელი მორჩილი ხალხია. მე ვიყავი პირველ მეიდანზე, ვიყავი მეორე მეიდანზე. იუშენკო ჯერ კიდევ მიშას ინაგურაციაზე გავიცანი და მასზე მიმამაგრეს . (მიმაგრება- ოპერატიული სამსახურების ტერმინოლიგია , კონტროლის გაწევა, პასუხისმგებლობის აღება)

მეიდანის დროს შევხვდით სასტუმროში პოროშენკო, მიშა, მე და კიდევ ერთი ადამიანი.
როცა ვხვდებოდი მას აზერბაიჯანში თუ სხვაგან საათობით ვსაუბრობდით უკრაინელი ხალხის ბედზე. პოროშენკოს არჩევისას არავინ იცნობდა, მიშას კი იცნობდნენ.
კონტრაქტი რაც პოროშენკომ იკისრა უნდა შესრულდეს.

ალსანიას არც მიშას "სიმართლისადმი სიყვარული" გამორჩენია, ამბობს რომ მისი დისშვილი გადაშლილი წიგნია, რომელიც წყნარად უნდა იკითხო:

- " იყო ხალხთან და ემსახურო მას, ესაა უდიდესი ბენიერება, უდიდესი პასუხიმგებლობა, ასე ვღზრდიდით თაობებს და არც მიშაა გამონაკლისი.

მიშა არასდროს იტყუება , თავს არ იწონებს , არ კეკლუცობს, ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს, ეს მისი განმასხვავებელი ხასიათის ნიშანია.

მისა ალტრუისტია, არაჩეულებრივი ადამიანია. ნახეთ ხომ, როგორ მოკრძალებულად იკვებება და როგორ ცხოვრობს?

ის არის ის, რაც არის. არის გადაშლილი წიგნი, რომელიც წყნარად უნდა იკითხო, თუ გსურს რათქმაუნდა.

მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, რათქმაუნდა არაოფიციალურ ხარისხში."

Rate this item
(0 votes)
Read 6412 times