საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:37

მთავრობის დადგენილებით, ფიზიკურმა პირმა მომხმარებელს სუნელი თვალწინ უნდა დაუფქვას

18-02-09 13:13:16 | Print

პრემიერ კვირიკაშვილის ბოდვებს საზღვარი არ აქვს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით უნდა მოხდეს.

აქუს ექსპერტების თქმით, საკმაოდ დროული და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა,რადგან სუნელ-სანელებლების თემა საკმაოდ აქტუალური და პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის.  

ახალი წესები სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავების პროცესში რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.

ახალი წესების მიხედვით:

იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;
ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;
ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 861 times