საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:03

სააკაშვილი: მე სახელმწიფოს დამაარსებელი ვარ

18-02-07 20:08:13 | Print

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სირცხვილს, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს,  ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს ჰალუცინაციური მოვლენები დიდი ხანია აწუხებს. 

ის თავს ხან, საქართველოს მეფეს დავით აღმაშენებლეს ადარებს, ხან რუსულ თვითმფრინავებს ღრუბელ-ღრუბელ ემალება, ხანაც სპეც.რაზმელებთან უთანასწორო ომში იმარჯვებს.

ამჯერად, სააკაშვილს ჰგონია , რომ მან დააარსა ქართული სახელმწიფო და ამით  ის, ყველა ქართველ პოლიტკოსზე მაღლა დგას.

რუსული ტელეკომპანია Дождь-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სააკაშვილი სხვა,  აშკარად შიზოფროიდულ განცხადებებსაც ავრცელებს.

- "როგორც კი ივანიშვილს დავამხობ, საქართველოში დავბრუნდები.

იმაზე მაღალი სტატუსი მაქვს, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსი, მე სახელმწიფოს დამაარსებელი ვარ!

მრავალი საუკუნის შემდეგ, საქართველო ნამდვილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

რა თქმა უნდა, დაბრუნდები, რადგან ვფიქრობ, ანტიოლიგარქიული რევოლუცია იქნება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთში,საქართველოსა და მოლდოვაში",-აცხადებს საბრალო ექსპრეზიდენტი.

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 747 times