საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:01

მუტრუკმა მომკიდა ხელი და ხალხის თვალწინ მათრია, რაც გაიმეორა ორჯერ

18-01-30 15:00:32 | Print

იკაკო ზაქარეიშვილი (ადვოკატი):

“ დღეს (შემთხვევა მოხდა 29 იანვარს, – რედ.), მეტროს სადგურ დიდუბის მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ “გორგიას” მოპირდაპირედ, თავს დამესხა ვინმე ზ. ჯანელიძე – ჩემს საადვოკატო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით და მომაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყფა.

სასამართლოსთან მდებარე გაჩერებიდან წამოვედი ავტობუსით და ფეხით გადმოვდიოდი დიდუბის მეტროს მიმართულებით. გავიხედე მარჯვნივ და რას ვხედავ – თეთრი ტოიოტას მძღოლი (BR 700 OK) მიყურებს დაჟინებით, რომელიც სწრაფი სვლით განზრახ წამოვიდა პირდაპირ ჩემი მიმართულებით და მკვეთრად დამიმუხრუჭა ფეხებთან. როგორც იტყვიან, გაჩერდა მილიმეტრებში.

მძღოლმა აგრესიულად მომაძახა: ბიჭო – გზა უნდა დამითმოო. მე ვუთხარი – მაგ მიზეზით უნდა მომკლა, გზა რომ უნდა დაგითმო-თქო?!

წადი, შენიო შემაგინა და სწრაფად დაძრა მანქანა.

მე ჩავილაპარაკე, რომ არის ფალოსი. გაიგონა თუ სარკეში შეხედა ჩემი ტუჩების მოძრაობას ვერ გეტყვით, მაგრამ მან სწრაფად მოუხვია მარჯვნივ, შექმნა საავარიო სიტუაცია და საფრთხე შეუქმნა გამვლელებს – შეაგდო ავტომანქანა ბორდიურზე და კინაღამ შეეჯახა ხალხს.

გადმოვიდა მანქანიდან და დამიწყო ცხრასართულიანი ლანძღვა გინება – “შე ჩათლახო ადვოკატოო,” მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სხეულის დაზიანებით და ა.შ…

ძალიან მერიდება ამის დაწერა, მაგრამ ამ მუტრუკმა მომკიდა ხელი და ხალხის თვალწინ მათრია, რაც გაიმეორა ორჯერ.

არ ღირს ყველაფრის დეტალურად მოყოლა…

გამოვიძახე პატრული, რომემაც სათანადოდ შეასრულა მოვალეობა და გადამიყვანა წერეთლის გამზირზე “გამოფენასთან” მდებარე პოლიციის განყოფილებაში. იქ 15 წუთი ველოდე უფროსს. მოვიდა უფროსი და შემიყვანა თავის კაბინეტში, გამომკითხა მომხდარის შესახებ. მან ასევე თავისთან გამოიძახა ახალგაზრდა გამომძიებელი, რომელსაც ასევე მოვუყევი მომხდარის შეახებ.

თხრობა რომ დავასრულე, ეს ახალგაზრდა გამომძიებელი მომიტრიალდა და მეუბნება – “აბა სად ხედავ მანდ დანაშაულის შემადგენლობას – მანდ დანაშაულს ადგილი არ ჰქონიაო.” განყოფილების უფროსმაც კვერი დაუკრა და თავის მხრივ შემეკითხა – “აბა რა, სხეულის დაზიანება არ მიგიღია, ფიზიკური ტკივილი არ განგიცდია და სადაა მანდ დანაშაულიო?!”

ავდექი და უხმოდ დავტოვე პლიციის შენობა.

დავრეკე 126-ზე შსს-ს გენინსპექციაში და ჩავაყენე საქმის კურსში. როგორც ჩანს, ნარკოტიკულ დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ. ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის იმედადაა და ამიტომაც აძლევს თავს უფლებას შუა ქალაქში იმოქმედოს უკიდურესად თავხედურად და თავს დაესხას მისთვის არასასიამოვნო ადვოკატს.

შსს-ს გენინსპექციაში ჩემს მიერ განხორციელებული სატელეფონო შეტობინების შემდეგ, დამიკავშირდა გამომძიებელი და მაცნობა, რომ დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე – (ცემის) – მუხლით. ხვალ მივალ და მივცემ ჩენებას. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება გაგრძელდება 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციეებასთან დაკავშირებით).

გემახსოვრებათ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი მიქაუტაძეს გონიოში დასვენების დროს მიაყენეს შეურაცხყოფა, რაც დაკვალიფიცირდა 365-ე მუხლით. მეც ვითხოვ ანალოგიურ კვალიფიკაციას და ვნახოთ რა გამოვა”.

წყარო: იკაკო ზაქარეიშვილის “ფეისბუკგვერდი”

 

Rate this item
(0 votes)
Read 1063 times