საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:25

არ გააკვეთინოთ ჩემი გვამი, ისეთი ჩამდონ კუბოში, როგორიც ვარ

17-11-12 01:21:29 | Print

ნაც.მოძრაობის კერძო ადვოკატი, სახალხო მთქმელი ირაკლი ზაქარეიშვილი საჯარო ანდერძს ტოვებს და  იბარებს, რომ მისი სიკვდილის შემდგომ მისი გვამი არ გაკვეთონ.

მის ანდერძს უცვლელად გთავზობთ:

- " გენერალი გოგი თათუხაშვილი მატყობინებს, რომ მიპირებენ მოწამლვით მოკვლას და მირჩევს დაუყოვნებლივ დავტოვო საქართველო. მადლობას ვუძღვნი ბატონ გოგის გაფრთხილებისთვის.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:
1. არ წავალ, ვერ წავალ სამშობლოდან!.. თუ სიკვდილია, მირჩევნია ჩემს მიწაზე მომკლან;
2. გარდაცვალების შემთხვევაში, გთხოვთ - არ გააკვეთინოთ ჩემი გვამი, ისეთი ჩამდონ კუბოში, როგორიც ვარ;
3. დამასაფლავეთ ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში, სადაც ჩემი მამა და წინაპრები განისვენებენ;
4. ნამეტანი ღრმად (დედამიწის ბირთვამდე) ნუ გამითხრით საფლავს, გურული ვარ და თუ მომიარა თავში - კი მოვბრუნდე ეგება... :D
5. მეტი სათხოვარი არ მაქვს მტერ-მოყვარესთან, დაგლოცავთ ზეციური საქართველოდან!.."- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ამაგდარი ადვოკატი. 

Rate this item
(0 votes)
Read 3922 times