საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:24

ვხედავ, კოსმოსის ანგელოზები შიშველი ხელებითაც კი მოერევიან რუსის ჯარს! (+18)

17-11-07 23:46:48 | Print

საყოველთაოდ აღიარებულმა ცნობილმა ქართველმა ნათელმხილველმა ლელა კაკულიამ, რომელმაც რუსეთის დაქცევა თუ პრეზიდენტ პუტინის სიკვდილი მრავალჯერ"იხილა", რუსეთისადმი ზიზღსა თუ ფანტაზიის უნარში  თვით მიხეილ სააკაშვილსაც კი გაუსწრო. ახალ "წინასწარმეტყველებას"  მუქარანარევი გაფრთხილებაც თან ერთვის: "გაფრთხილებთ მავანთ, არც კი გაბედოთ, რაიმე გადაბრუნებული სიტყვა წამოგცდეთ ამ წინასწარმეტყველებაზე! გაფრთხილებთ, არც გაბედოთ!!!“ (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევის სავალალო  შედეგები არ კონკრეტდება)

- " მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქართველი წინასწარმეტყველის ვებგვერდზე, რუბრიკაში ცხელი სიახლეები აიტვირთა 6 ოქტომბერს ჩაწერილი ახალი წინასწარმეტყველებები.
შეგახსენებთ,ეს კონკრეტული რუბრიკა მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა (კიდევ კარგი!)მისაწვდომი.

გაგაცნობთ ამონარიდს ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველებებიდან:

 „მომავალში, ვხედავ, საქართველოს ძლიერი ჯარი ეყოლება.

ვხედავ ახოვან, ბრგე, უშიშარ, მამაც და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ბიჭებს.

მათ კოსმოსი იცავს, ისინი კი ქართულ მიწას იცავენ.

და იცით, კოსმოსში რა სახელთ მოიხსენიებიან ისინი? კოსმოსის ანგელოზები!

მომავალში ისინი თავს წარმოაჩენენ და მსოფლიო აღიარებს ქართველ ჯარისკაცებს, რომლებსაც ზუსტად მიესადაგებათ ეს წინასწარმეტყველება.

ვხედავ, კოსმოსის ანგელოზები შიშველი ხელებითაც კი მოერევიან რუსის ჯარს!

ეს უკვე გამოჩნდა აგვისტოს ომში, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენს ბიჭებს არ წაუგიათ.

მათ მსოფლიოს დაანახეს ქართველი მეომრების სახე, სიმამაცე და შეუპოვრობა. მერწმუნეთ, ეს ასეა.

და მივმართავ საქართველოს ყველა მტერს: გეშინოდეთ კოსმოსის ანგელოზებისა!

გაფრთხილებთ მავანთ, არც კი გაბედოთ, რაიმე გადაბრუნებული სიტყვა წამოგცდეთ ამ წინასწარმეტყველებაზე! გაფრთხილებთ, არც გაბედოთ!!!“- წერს ლელა კაკულიას  ფეისბუკ გვერდის ადმინი.  

 

Rate this item
(0 votes)
Read 5088 times