საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:23

“ადას გოდება და დავითის ღრიალი” – ბატონებო, ეს საშიშია (ვიდეო +18 )

17-10-29 21:55:28 | Print

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ბლოგერი რევაზ ჩახვაძე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციას ეხმიანება.

- “ვუყურე ამ აქციას, ლიდერების გამოსვლას და პირიქით გამიჩნდა განცდა, რომ თქვენისთანა ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა არ შეიძლება, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ ჯერ ფსიქიკური მდგომარეობა გაქვთ გამოსაკვლევი და პოლიტიკაზე ფიქრი შემდეგ უნდა განაგრძოთ.

შეხედეთ თქვენ თავებს, რას დაემსგავსეთ, ეს რა აგრესიაა?

ეს რა მოთქმა გოდებაა ქალბატონო ადა?

მე მჯერა, რომ სოხუმი გენატრებათ და გსურთ იქ დაბრუნება, მაგრამ ეს ტირილი და გოდება რა უბედურებაა?

პოლიტიკოსი ხართ და თქვენი ეს ქცევა შოუს ემსგავსება, ვიდრე გულწრფელ ტკივილს.

ბატონო დავით, სიმართლე გითხრათ თავიდან, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა დაიწყეთ, თითქოს დადებითად ვიყავი განწყობილი თქვენი პერსონის მიმართ, მაგრამ ბოლო პერიოდში თავს ვეღარ მალავთ და ნიღაბს იხსნით ნელ-ნელა, ეს რა ბოღმა და ღვარძლი გქონიათ გულში, სად წავიდა ის მორწმუნე და მშვიდი დავით თარხან-მოურავი, რომელიც დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ესაუბრებოდა ადამიანებს, რამდენად ჯდება მორწმუნე კაცის ქცევაში თქვენი საქციელი?

ისიც მაინტერესებს, თქვენ და თქვენი ლიდერი თანამოაზრეები რატომ არ შიმშილობთ?

თუ ასე გიყვართ ქვეყანა, ერთი დღით მაინც დაბრძანდით პარლამენტის წინ და გმირულად იშიმშილეთ, ის საცოდავი 10 კაცი რომ დასვით და აშიმშილებთ თან დირექტივებს გასცემთ, ამას იზამთ, იმას იზამთო… ან რა პრეტენზია გაქვთ სხვასთან, როცა თავად არ უცხადებთ სოლიდარობას თქვენს თანაგუნდელებს.

ამ რამდენიმე წლის წინ, ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა, ღმერთმა დაიფაროს ეგენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგათ ისევ მიშა სჯობსო და დაუჯერებლად მეჩვენა მისი ეს სიტყვები…

ახლა კი სრულად ვიზიარებ მის ნათქვამს, დიახ, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლა არ შეიძლება, რადგან მიმიქარავს ჩრდილოეთ კორეა, ეს იქნება ხელისუფლება, სადაც ობიექტივი სახელმწიფო ტელევიზიად გამოცხადდება და არ არის გამორიცხული სხვა არხებიც გათიშოთ, არ არის გამორიცხული ინტერნეტიც კი გათიშოთ ღვთისა და ცოდვის სახელით.

კიდევ ერთხელ ვიტყვი…. თქვენი მოსვლა ხელისუფლებაში არ შეიძლება!!! – წერს რევაზ ჩახვაძე სპეციალურ ბლოგში.

წყარო:

http://www.radio24.ge/?p=10070

 

Rate this item
(0 votes)
Read 2532 times