საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:22

პრეზიდენტი: საშინელი წელიწადი მქონდა- პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია…

17-10-28 21:34:32 | Print

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფერმერებს შეხვდა. მათთან საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს სოფლის მეურნეობაში ქვეყანას ცუდი მოსავალი ჰქონდა:

- “მე ნამდვილად არ ვარ ფერმერი. იმისთვის, რომ ფერმერი იყო, რეალურად უნდა აწარმოებდე და იმდენი დოვლათი უნდა გქონდეს, რომ დაასაქმო ან გაყიდო პროდუქცია, მაგრამ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ვცდილობ რაღაც შევქმნა როგორც სოფლის მცხოვრებმა.

წელს მქონდა საშინელი წელიწადი.

გარდა კარტოფილისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა.

პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია.

ამაზე რომ ვიყო დამოკიდებული, წარმოვიდგინე, რამდენად გამიჭირდებოდა.

ჩემი ფინანსური შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა.

არაფერი დამიგვიანია, მაგრამ არ მოვიდა”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

https://metronome.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A/

 

Rate this item
(0 votes)
Read 675 times