საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:30

პოლიტ.დუელი : ინაშვილი VS ბურჯანაძე, ვინ მოერევა?!

17-09-28 00:51:49 | Print

ტელეკომპანია  "პირველის" დიანა ტრაპაიძის  გადაცემა -დღის ამბებში ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პატრიოტთა ალიანსი" შიმშილობის ახალი ფორმის გამოგონება, ხელისუფლებასთან ვაჭრობასა და სატელიტობაში დაადანაშაულა, თავის მხრივ  პატრიოტების პარტიის გენ.მდივანმა და პარლამეტის ვიცე-სპიკერმა  ინაშვილმა ბურჯანაძეს პოლიტიკურად გაკოტრებული და უინტერესეო პოლიტკოსი უწოდა. 

- " ძალიან დიდი ხანია პატრიოტთა პოზიცია კითხვის ნიშნებს მიჩენდა, მათი უცნაური ფორმის შიმშილობა, ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს,მე ძალიან ბევრი შიმშილობის მომსწრე ვარ და არ მახსოვს მ ო რ ი გ  ე ო ბ ი თ ი  შიმშილობა,პირველად ეს პატრიოტებმა შემოიღეს,კარგად რომ მოშივდებოდათ მერე დგებოდნენ და მერე სხვა იწყებდა. 

გამახსენეთ ერთი, რა მიიღო მაშინ ოპოზიციამ?

რა შეიცვალა დადებითად?

ან საერთოდ რა პოზიტივი იყო, როდესაც პატრიოტთა ალიანსმა შეცვალა თავისი პოზიცია?
არ დამავიწყდება "პატრიოტთა ალიანსის"  სამი თუ ოთხი დღის დუმილი, როდესაც პარლამენტში მათი შესვლა -არშესვლის საკითხი წყდებოდა, მე ძალიან კარგად მახსოვს რომ ისინი აცხადებოდენ, რომ მათ 30 % უჭერდათ მხარს და თუ ისინი არ მიიღებდნენ ხმების 20 %-ს ისინი დაიწყებდნენ საპოროტესტო აქციებს და სად იყო ეს საპროტესტო აქციები?
საერთოდ კომენტარებს არ აკეთებდნენ და ელოდებოდნენ მოწყალებად გადმოგდებულ ნახევარ პროცენტს?"- განაცხადა ბურჯანაძემ და ისინი ბიძინა ივანიშვილის სატელიტობაში დაადანაშაულა. 

- " ის, რაზეც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა, სრული აბსურდი და სისულელეა.

ვითარება მარტივია: ბურჯანაძეს პარტია რეალურად დაეშალა. ის აღარ არსებობს პოლიტიკურ ველზე.

თავად მისი, როგორც პოლიტიკოსის, პერსონალური რეიტინგიც ნულის ფარგლებშია.

... მოშიმშილეებზე საუბრით და მათი კრიტიკით ნინო ბურჯანაძე პოზიტივს ვერ დააგროვებს.

მობრძანდეს მოშიმშილეებთან და გაეცნოს მათი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას და ბოდიში მოიხადოს ჯერ 2015 წლის ნოემბრის მოშიმშილეების შეურაცხყოფისთვის და ახლა უკვე პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეების წინაშე.

მისი ყველა წინადადება იმდენად სამარცხინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.

ქალბატონი ბურჯანაძის მაგალითზე სახეზეა არა მარტო პოლიტიკური დისკვალიფიკაცია, არამედ კომპეტენციის დონის ვარდნაც.

როგორც უინტერესოა უკვე ჩემთვის ძმები ბერძენიშვილების აზრების ანალიზი, ასევე, არ ვთვლი საჭიროდ სხვა კომენტარის გაკეთებას ბურჯანაძის დღევანდელ და მომავალ ინტერვიუებზე, - წერს გენ.მდივანი ინაშვილი Facebook-ის  საკუთარ გვერდზე.

 

Rate this item
(0 votes)
Read 843 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო