საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:48

მარშანია: მე ვარ თქვენი მინისტრი,იცით თქვენა? ინაშვილი: ან დადგამთ, ან დაკარგავთ სამსახურს, გპირდებით!

17-09-19 23:27:10 | Print

პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ბანერების განთავსებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.

პარტიის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ პარტიის  წევრი ბეჟან გუნავა  წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.

ადგილზე იმყოფებოდნენ პარტიის გენმდივანი და პარლამენტის  ვიცე -სპიკერი  ირმა ინაშვილი,  დეპუტატები ადა მარშანია და  ემზარ კვიციანი.

ინაშვილმა პოლიციის თანამშრომლებს ბანერის სასურველ ადგილას განთავსება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში  სამსახურის დაკარგვით დაემუქრა. 

- " დაგვადგმევინებთ ან დატოვებთ  სამსახურებს პირობას გაძლევთ, დღეს უნდა დაიდგას შენობობის წინ , ან თქვენ დაკარგავთ სამსახურებს გპირდებით" , განუცხადა სამართალდამცველებს  ინაშვილმა.

- " მე მიყურეთ და მე მომისმინეთ კარგად, მე ვარ ამ წუთას თქვენი მინისტრი , იცით თქვენა?

  დიახ, აი ასე უნდა აღიქვათ!

    მე ვარ თქვენი მინისტრი და მე ვარ თქვენი უფროსი, იმიტომ რომ დეპუატი ვარ პარლამენტის, "- შეეცადა პოლიციელების დარწმუნებას დეპუტატი ადა მარშანია.

დეპტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, კი პოლიციელები უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ, "სააკაშვილის დროინდელი ძალადობა დაბრუნდა ",  და მოსახლეობას  მოუწოდა  თანადგომისკენ.

- " მოგმართავთ  პირდაპირ ეთერში ვართ, ძალადობა დაიწყო რუსთაველზე, საჭიროა თქვენი თანადგომა,"- განაცხდა კვიციანმა ფეისბუკის პირდაპირი ეთერით.  

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 9069 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო