საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:29

ანონიმური პირები, რომლებიც სარგებლობენ სოციალური ქსელებით ხელს უშლიან დიალოგის პროცესს

17-09-19 20:22:30 | Print

შერიგების სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დიალოგის პროცესში მას ხელს სოციალური ქსელით მოსარგებლე ანონიმური პირები უშლიან.

მისივე განცხადებით, არსებობს შერიგების რესურსი აფხაზებთან და ოსებთან, თუმც ამაში ხელს რუსეთი უშლის.

-  " რუსეთის მხრიდან არის მიზანდასახული შეტევა.

ქმნიან მტრის იმიჯს.

ესენი არიან ანონიმური პირები, რომლებიც სარგებლობენ სოციალური ქსელებით და ხელს უშლიან დიალოგის პროცესს.

ჩვენი პრინციპია, რაც უფრო მაღალია კედლები, დავანგრიოთ ისინი.

ჩვენი თხოვნაა გავაძლიეროთ მხარდაჭერა, რაც გამართლებული ინვესტიციაა მშვიდობის დამყარებაში. 

მშვიდობა, დეოკუპაცია, დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, ამ დიალოგის დაფუძნება საერთო ინტერესებზე, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის დაცვა, მათზე ზრუნვა, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, უვიზო მიმოსვლა, ეს არის ის, რასაც ჩართულობის და შერიგების სტრატეგია ეფუძნება და უკვე მოქმედებს, გვაქვს გარკვეული შედეგებიც ადგილებზე,"-  ასე მიმართა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 806 times