საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:29

კურტ ვოლკერი: დღეს საქართველო მზად არ არის გახდეს ნატო-ს წევრი

17-09-18 11:40:45 | Print

საქართველოს მარიონეტული ხელისუფლების მმართველ ეშელონს , ელჩ იან კელისთან ერთად ახალი ბატონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი დაემატა.

მისი თქმით, უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს, თუმცა, ის "არ ფიქრობს, რომ ნატო-ში ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო".

კურტ ვოლკერის განცხადებით, ის მუშაობს, რათა საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს ევროკავშირსა და ნატო-ში.

- „დღეს საქართველო ასევე მზად არ არის, გახდეს ნატო-ს წევრი.

უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს.

ვგულისხმობ გამჭვირვალობას, იმ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო.

საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატო-ს სხვა ქვეყნებშია და მ ო ე მ ზ ა დ ო ს  იმისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ გაფართოებაზე, პირველ რიგებში იყოს. 

ნატო-ში ვინმეს მისაღებად საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსი.

ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი დიდი მეზობელია“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 493 times