საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:15

თუ ხალხი დროულად არ გამოფხიზლდა ცოცხებიც მალე იქნება, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა არის

17-09-16 23:26:10 | Print

რამოდენიმე დღის წინ საგამოძიებო სტუდიამ "პოსტ ტვ"-მ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ საქმიანობის მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და ფილმი სათაურით " "იავნანით" მიძინებული სინდისი - პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო მაქინაციები" გაავრცელა.

ფილმში დოკუმენტალურად, ვიზუალურად ნათლად არის ასახული "იავნანას" მაქინაციების სქემა. 

ფონდის და მისი ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის საქმიანობით შესაძლოა პროკურატურაც დაინეტრესდეს.

თავად , როგორც რუსები იტყვიან "без пяти минут " პოლიტიკოსი, "სახელმწიფო ხალხისათვის" ყოფილი ლიდერი , რუსული ბანი ბურჭულაძე ,ამჟამად სანქტ- პეტრბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პირდაპირ ყოფილ პრემიერს,  ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

- " ჩემთვის ცნობილი იყო რომ ასეთი ბინძური კამპანია მზადდებოდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი რომ ფონდს მიადგებოდნენ გასანადგურებლად.

ისინი ხომ ანადგურებენ სიკეთეს საქართველოში საერთოდ.
ყველა რეჟიმი მარცხდება და მალე ვნახავთ ამ საქმეს დამკვეთებს და შემსრულებლებს.

ესენიც დაისჯებიან. 

თუ ხალხი დროულად არ გამოფხიზლდა ცოცხებიც მალე იქნება, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა არის.

სხვა ვინ გაბედავდა ამაზე ხმის ამოღებას იმდენად სუფთა და წმინდა საქმე კეთდებოდა.

ერთადერთი ადამიანი ვისაც არ აწყობს, ეს ბიძინაა. 
სხვას თავში არავის არ მოუვა , თუ ეგეთ ადამიანს, როგორიც არის ბიძინა, " -განაცხადა ბურჭულაძემ სააკაშვილის კერძო ტელევიზიასთან საუბარში.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1100 times