საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:18

მე ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი

17-09-15 01:00:07 | Print

მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიის უნარი არ ღალატობს. პასპორტის "მოპარვის" ისტორიის შემდგომ, ახალი ზღაპარი მოიგონა.

ამჯერად,  ჟურნალისტებს სასტუმროს ნომერში წინა საუკუნისდროინდელი მოსასმენი აპარატურის მონტაჟის შესახებ აუწყა.

გონებამახვილმა სააკაშვილმა საოცარი ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე უკრაინის სპეც.სამსახურების თანამშრომლები სპეციფიკური ჩემოდნებით გაშიფრა.

ყოველივე ამაში კი  მან უკრაინის პრეზიდენტი, ოლიგარქი პოროშენკო დაადანაშაულა.

გაიხსენა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მსგავსი სახის  "ამაზრზენი ფაქტებიც" თუმც, მისი ბრძანებით  საკუთარი ქვეშევრდომების მიერ ფარულად გადაღებული 26.0000 ფაილი უბრალოდ არ გახსნებია, გადაღლილს  სულ გადაავიწყდა, უბრალოდ. 

უფრო მეტიც, სააკაშვილმა თქვა, რომ საკუთარ სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი უკრძალავდა... თურმე!

- „ ჩემმა დაცვამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხალხის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა.

მათ სპეციფიური ჩემოდნები ჰქონდათ. მათ შემოსვლა სცადეს, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შეუშვა.

ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ნომერი შეეშალათ.

მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთით საზღვარი გაარღვია, როდესაც უკრაინა სავსეა ჯაშუშებით, როდესაც მედვედჩუკი პოროშენკოს მთავარი ბიზნესპარტნიორია და ყოველდღე უკრაინელ მძღოლებზე ფულს აკეთებს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი იშლება და ინგრევა, ისინი დაკავებული არიან ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერით ჩემი სასტუმროს ნომრებში.

პეტრო ალექსეევიჩ, თავისუფალ დროს სხვა საქმე არ გაქვთ?

გსურთ, ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში?

თქვენი ცხოვრება არ გყოფნით?

ჩემი პირადი ცხოვრებით, სექსუალური ისტორიებით გინდათ დაკავდეთ?

მე მყავს ასეთი ხალხი ნანახი, პუტინი იყო ამით დაკავებული, ჩვენ საქართველოში გვყავდა ასლან აბაშიძე, რომელიც ამას აკეთებდა.

ნუთუ არ გრცხვენიათ?!

იცით, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, მე ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი.

ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მე მტრის ერთ-ერთი აგენტის ჩანაწერი მომიტანეს, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა და ჩვენს სამსახურებს ამის მისი გადმობირებისთვის გამოყენება უნდოდათ.

მე ვთქვი - ახლა თქვენ ამას გაანადგურებთ და არასდროს ჩაწერთ მტერსაც კი მათ ნომრებში, ოთახებში, საძინებლებში, ტუალეტებში, აბაზანებში.

თქვენ კი, რას აკეთებთ? რა არის ეს? “, - განაცხადა  აღშფოთებულმა ერის მხსნელმა .

 

Rate this item
(0 votes)
Read 1725 times