საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:17

გრძელვადიანი თამაში მოგიწევთ, რუსეთს ისეთი პოზიცია უკავია, რომ სწრაფი ცვლილება შეიძლება ვერ დაინახოთ (ვიდეო)

17-09-13 16:28:03 | Print

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახლად დანიშნული  სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, წლების მანძილზე ამერიკის ცენტრალური დაზვერვის ყოფილი ანალიტიკოსი, ანუ ტიპიური " цэрэушник"-ი , მაკკეინის არიზონის უნივერისტეტის ყოფილი დირექტორი (2011-2017 წლებში) კურტ ვოლკერი , ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საიდუმლო გ ე გ მ ა ს  უმხელს. პირობების შესრულებმდე კი საზღვრების არსებულ დეფაქტო მდგომარეობასთან შეგუებას სთავაზობს: 

- „ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თქვენ გრძელვადიანი თამაში მოგიწევთ.

საქართველო უნდა იყოს წარმატებული ქვეყანა,

განახორციელოთ რეფორმები,

ჩამოაყალიბოთ საუკეთესო ეკონომიკური სისტემა,

საუკეთესო უნივერსიტეტები,

აეროპორტი,ჯანდაცვის საუკეთესო სისტემასთან ერთად.

ამ შემთხვევაში თქვენ იქნებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებთა ყურადღების ცენტრში, მიიქცევთ მათ ყურადღებას.

ამჟამად, რუსეთს ისეთი პოზიცია უკავია, რომ სწრაფი ცვლილება შეიძლება ვერ დაინახოთ ამ მხრივ, მაგრამ რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1838 times