საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:17

ირაკლი კაკაბაძე: ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე, ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან განთავისუფლებისთვის

17-09-13 14:44:12 | Print

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე "საქართველოს ბანკის"  ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

- “საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი.

სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და პირობას ვიძლევით ახლავე, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან განთავისუფლებისთვის", - წერს ირაკლი კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა. ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა.

ცოტა ხნით ადრე, ირაკლი კაკაბაძემ აჯანყების მანიფესტი გამოაქვეყნა  და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

 http://eurus.ge/index.php?act=new_view&id=4426

Rate this item
(0 votes)
Read 383 times