საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:30

არ აყვეთ რუსეთის პროვოკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე...

17-08-12 21:17:13 | Print

ეს არის რუსეთის პროვოკაციული მოქმედება, თავის დროზე იქ ჩარჭობილი იყო ასე ვთქვათ, ბოძები და ახლა მოხდა... არ ავყვეთ პროვოკაციას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, - ასეთი შეფასება მისცა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ დღეს, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან რუსი ოკუპანტების მიერ 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე მავრთულხლართების გაბმას.

- „ეს იყო რუსეთის გამომწვევი პოლიტიკა, იმისთვის რომ ქართველებს შეუქმნას საშიშროების თუ უმწეობის განცდა.

აი, შეხედეთ მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, მაგრამ ეს არის ძალიან მოჩვენებითი.

რუსეთის მიმართ ძალიან სერიოზულად ფიქრობს უკვე დასავლეთი.

ის რეზოლუცია, რომელიც მიიღო აშშ-მა, რომლითაც რუსეთს ახალი სანქიცია დაუწესა, ძალიან მნიშვნელოვანია".

დეპუტატმა მაღრაძემ საბჭოთა კავშირის დაშლის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა : 

- " ეს პასუხია, თითქო ჩვენ ამ საქციელის არ გვეშინია, მაგრამ ჩვენ ძალინ კარგად გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირი თანდათანობით დაინგრა იმის გამო, რომ ეკონომიკურ შეჯიბრებაში ვერასდროს მოიგებს დასავლეთის ქვეყნებთან.

რუსეთიც რაღაც წლების განმავლობაში იბობოქრებს, დახარჯავს ბევრ ფულს საინფორმაციო ომისთვის და ასეთი მსგავსი ქმედებისთვის.

მაგრამ, საბოლოოდ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, შევინარჩუნონოთ სიმშვიდე, ვიმუშაოთ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით.

ახლა გაერო-ც განიხილავს ჩვენ საკითხს. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოლიტიკა, მშვიდი რეაგირება ყველაფერზე, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ სიმშვიდე, რადგან რუსეთის გათვლა არის ზუსტად ის, იქნებ წამოვეგოთ პროვოკაციას“, - განაცხადა მაღრაძემ (გუგულიმ).

ცნობისათვის, ქ-ნი მაღრაძე თავად უმღეროდა კომუნისტურ  პარტიას და რუსეთს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის  1969 წლიდან, როდესაც იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი გახლდათ.

 

http://www.ipress.ge/new/81531-maghradze-tavis-droze-iq-charchobili-iyo-bodzebi-magram-chven-ar-unda-avyvet-rusetis-provokacias

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 2299 times