საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:36

მარგველაშვილი: ადამიანის გაქრობა არის სერიოზული გამოწვევა

17-05-31 16:27:36 | Print

მარგველაშვილი აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურის და ქვეყნის გენერალური პროკურატურის განცხადებას, მათი მოქალაქის, ვინმე  აფგან მუხტარლის დაკავების შესახებ არ ენდობა და თვლის, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოდან  მოიტაცეს:  

- " ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა, "- აცხადებს ხათრით არჩეული. 

მანამდე, აზერბაიჯანის პროკურატურამ და საზღვრის დაცვის სამსახურმა გააკეთეს განცხადება, აზერბაიჯანის მოაქალაქე  მუხტარლის ქვეყნის საზღვრის უკანონოდ კვეთის და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავების შესახებ. 

გამოცემა haqqin.az მტკიცებით, ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის მეთაურმა  დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია მესაზღვრეებს.

- "იგი მოღვაწეობდა თბილისში და  თანამშრომლობდა აზერბაიჯანისადმი მტრულად განყობილ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Freedom House, People in Need, Human Rights Watch", წერს გამოცემა.

 

პრეზიდენტის აზრს (ან პირიქით) იზიარებენ :

 "რუსთავი2"  და ნანული ჟორჟოლიანი: " ჟურნალისტი, რომელიც შუა თბილისიდან, დღისით, მზისით გაიტაცეს. თავზე ტომარა დააფარეს და გადაიყვანეს" ,

სახალხო დამცველი უჩა  ნანუაშვილი: " ეს არის ძალიან სამწუხარო და შეიძლება ითქვას საგანგაშო ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, ეს ფაქტი მიქმნის განცდას, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ არის დაცული",

რესპუბლიკური პარტიის მდივანი თამარ კორძაია: "საქართველო ნელ-ნელა კარგავს უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტთა დაცვის თვალსაზრისით",

 "საია", იურისტი სულხან სალაძე:" ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, ვინაიდან ადამიანი, რომელიც იდევნებოდა განსხვავებული აზრი გამო,დღისით, მზისით, იტაცებენ ქვეყნიდან",

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრნატა ძველიშვილი: "გვიპასუხონ თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში იქ, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება",

" ქრონიკა -"  და ელისო კილაძე:  "აზერბაიჯანის მიმართულებას უჩა მამაცაშვილი კურირებს,თბილისიდან სხვა დროსაც გაუტაცებიათ ადამიანები და გადაუციათ სხვა ქვეყნისთვის.უბრალოდ,არ გახმაურებულა,

დეპუტატი გივი თარგამაძე: "ვნახე, როგორ მოექცა ჩემი ქვეყნის ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს",

დეპუტატი სალომე სამადაშვილი: "ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რა დაემართა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს,

დეპუტატი რომან გოცირიძე: " ვინ გასცა ნებართვა?- გატაცება შეუძლებელია მომხდარიყო მხოლოდ სუს-ის და შსს-ს მიერ",

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარე, პოლიციის კაპიტანი  ეკა გიგაური:"საქართველოს სპეცსამსახურები მას იტაცებენ, გზაში ცემენ, ძალით გადაათრევენ სახელმწიფო საზღვარზე".

 ასევე, უცხოეთიდან დაფინანსებული ასო-ები: 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)

ადამიანია უფლებათა სახლების ფონდი (ნორვეგია)

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

 

 

 

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 544 times