საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:37

მეც მუხტარლი ვარ

17-05-31 11:17:27 | Print

ნაც. მოძრაობაზე საუბარი არ მაქვს, ნეოფაშიტური, კრიმინალური ელემენტების მატარებელი პარტიული წარმონაქმნია და უნდა აიკრძალოს კიდეც მისი საქმიანობა, კანონით.

ალბათ, ადრე თუ გვიან ესეც მოხდება.

მთავარი: საერთოდ არ ვეთანხმები "ოცნების" საგარეო კურსს და მის საკადრო, უგუნურ პოლიტიკას, მაგარამ ჩასაფრებულის პოზიციიდან ეძებო ყველაფერი ცუდი მათ ქმედებებში, აკრიტიკო, იდემაგოგო, პოლიტიკური ქულები იწერო, თავად

არ შეთავაზო არანაირი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, მარტივად რომ ვთქვა,ძალიან ცუდია და არც არაფერი კარგის მომტანი ოპონენტისთვის.

 ბოლო ფაქტი თუნდაც, აზერბაიჯანელებმა საკუთარი ჟურნალისტი დააკავეს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და კონტრაბანდის ბრალდებით.

როგორც ყოველთვის მთელი ქართული ლიბერალური სამყარო აღსდგა და ერთხმად დაგმო ეს "ამაზრზენი ქმედება", თვით პოლიტიკოსად ქცეული სახალხო დამცველის ჩათვლით.

აქამდე, თუ ეს ხალხი მხოლოდ ქართული სამართალდამცავი ორგანოების ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობოდა, ეხლა აზერბაიჯანულსაც გადაწვდნენ.

უფრო მეტიც, "ამაზრზენი "დასკვვნები, ამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გამოთქმული "აზრის საფუძველზე" გამოაქვთ და ამტკიცებენ, რომ ის "ქართველმა ძალოვანებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს"

გეგონებათ საკუთარი ბინძური ე.წ.ჟურნალისტები არ კმაროდეს ქვეყნის ამრევებად, ვინმე მუხტარლიც ჩარიეს.

დაიწყება კამპანია- "მეც მუხტრალი ვარ", ფეისბუკზე "ქავერად"ფოტოების დაყენება, ანძის განათების მოთხოვნა - მუხტარლის ქვედა საცვლის ფერებში, "მტკიცებულებების მოთხოვნა", როგორ დგება მუხტარლი საწოლიდან ზოლებიანი

საბჭოთა "მაიკით", როგორ იცმევს ორზოლიან "ადიდასის" სპორტულ შავრვალს, სვამს ჩაის, იღებს თანხას, როგორ მიდის საზღვრისკენ კონტრაბანდით... კარგით რა!

მცირე განმარტება: არავის გვარებს არ ვაკონკრტებ, ყველას აზრს პატივს ვცემ, არ ვცდილობ არავის შეურაცხყოფას, ვისაც ჩემი პოზიცია არ მოსწონს- მათი პრობლემაა,რასაც მინდა და სადაც მინდა იმას დავწერ, გარდა ნანუაშვილის, რომლის ადგილი სახალხო დამცველად არაა, ჩემი

აზრით უნდა იყოს უფრო შორის, მთაში, ცხვარში.

ლადო ბედუკაძე

 

Rate this item
(1 Vote)
Read 631 times