საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:35

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა-რუსეთის ფედერაციას: სასწრაფოდ გაიყვანეთ ჯარები, გაიწვიეთ დამოუკიდებლობის აღიარება

17-05-29 01:35:45 | Print

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების როგორც დამოუკიდებლად აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლების დეკლარაციის პროექტში.

დეკლარაციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას:

ა) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,

უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეარაღებული ძალები;

ბ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი;

გ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან;

დ) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში“, - ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება რა საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ.

 

Rate this item
(0 votes)
Read 8503 times