საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:08

აზერბაიჯანული მედია: ქართველები განჯის კარს არ გვიბრუნებენ

17-05-24 18:13:13 | Print

ცნობილი აზერბაიჯანელი  მწერალი და  პუბლიცისტი შირინ მანაფოვი წუხს, რატომ არ აქტიურობენ აზერბაიჯანელი მეცენატები და არ უბრუნებენ დედასამშობლოს ერის საგანძურს, რომელიც სხვა ქვეყნებშია მიმოფანტული. 

პირველ წერილში მწერალ-პუბლიცისტის სამიზნე თვით ლავრენტი ბერია გახლდა, მისი მტკიცებით , თურმე, სწორედ ბერიას განკარგულებით გაუზიდავთ და გაუნიავებიათ ერის სიმდიდრე.

ამჯერად, მწერლის ფანტაზია გელათში შემონახულ ნაალაფარ განჯის კარებს მიწვდა.

- " ჩვენს ხელოვნებათმცოდნეებს მოუწევთ მძიმე და დაუღალავი შრომა დაუმტკიცონ მოწინააღმდეგე მხარეს ექსპონატის აზერბაიჯანული კუთვნილება.

გელათის მონასტერში ინახება განჯის კარები, როგორც ქართველი მეფის ძლევამოსილების სიმბოლო .

ამ საბაბით მათ არ მოგვცეს უფლება ჩამოგვეტანა კარები განჯის მუზეომში ექსპონატად ან საერთოდ გაგვეცვალა ის, "-წერს დამწუხრებული მწერალი. 

1138 წელს დავით IV აღმაშენებლის მემკვიდრემ, დემეტრე I -მა განძაში გაილაშქრა, განძა აიღო, მისი ქალაქის კარები გამარჯვების ნიშნად საქართველოში ჩამოიტანა და გელათის მონასტერს შესწირა , სადაც ის დღემდე დაცულია.

 

https://haqqin.az/news/100906

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 18274 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო