საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 5:34

დაბერდა და და....

17-05-22 15:59:52 | Print

ამერიკელი სენატორი არიზონას შტატიდან (მე-6 ვადით), ქართველი პოლიტელიტის მამა, ჯონ სიდნი მაკ-კეინი III,  ვიეტნამის ომის წყენას ვერ ივიწყებს და ამერიკულ ტელეარხ FoxNews- თვის მიცემულ ინტერვიუში   რუსეთის პრეზიდენტს  ვლადიმერ პუტინს საჯაროდ მკვლელს უწოდებს.

- " სერგეი ლავროვის ადგილი არ არის ოვალურ კაბინეტში, ის  პროპაგანდისტი და  კრემლის მარიონეტია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ბანდიტი და მკვლელი, რომელიც ბომბავს საავადმყოფოებს ალეპოში, " -აცხადებს 81 წლის სენატორი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თეთრ სახლში გამართული მიღების შესახებ. 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მაკკეინის გამონათქვამები მხოლოდ  სიბრალულს იწვევს. 

სენატორი მაკკეინი აშშ-ს საზღვაო ფლოტის მფრინავი გახლდათ. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ივლისში ავიამზიდ „ფორესტალზე“ ხანძრის დროს ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი მძევლობაში გაატარა, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაათავისუფლეს.

 

წყარო: http://www.foxnews.com/on-air/fox-news-sunday-chris-wallace/videos#p/5369946651001/v/5442778541001

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1193 times