საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:37

21 დეკემბერი: მზებუდობის საკრალური და მისტიკით აღსავსე, სურვილების ჩათქმის დღე

18-12-13 00:10:31 | Print

ეს სურვილების ასრულების დღეა, როცა სამი დღით ადრე და სამი დღე შემდგომ დედამიწაზე შემოქმედებითი ენერგიების უხვი ნაკადი მოედინება.

მაია ქავთარაშვილი

დღე მშვიდობაში მეგობრებო!

დღევანდელი სურვილი-დალოცვა ნამდვილად განსხვავებული და განსაკუთრებულია. 

 დღეს ხომ მზებუდობის დილაა!

ხოლო ღამე გველოდება ყველაზე გრძელი და ყველაზე საკრალური.

როგორც ვიცით, წელიწადი ორ თანაბარ ნაწილად იყოფა: ღვთაებრივი დღე და ღვთაებრივი ღამე.

პერიოდი ზამთრის მზებუდობიდან (21-22დეკემბერი) ზაფხულის ბუნიობამდე ( 21-22 ივნისი) ითვლება დიდ, წლიურ დღედ.

ხოლო ზაფხულის ბუნიობიდან ზამთრის მზებუდობამდე, შესაბამისად — დიდი ღამე დგას. 

 ყველა ერში არსებობს ამ დღეებთან დაკავშირებული რიტუალები, ადათი, წესი თუ გადმოცემა. რადგან ვერსად მოიძებნება კუთხე, სადაც მზეს პატივს არ მიაგებენ, სადაც ადამიანი არ ხარობს მზის დაბადებასა და ამოსვლას, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა არც ჩვენს წინაპრებს გამორჩებოდათ.

 მით უფრო, რომ მზებუდობა, გარდა საკრალურობისა და მისტიციზმისა, ასტროლოგიურ, ასტრონომიულ და ენერგეტიკულ დატვირთვასაც ატარებს. მას კრიტიკულ მომენტად აღიქვამენ და მიიჩნევა, რომ:

სამი დღით ადრე და სამი დღე შემდგომ დედამიწაზე შემოქმედებითი ენერგიების უხვი ნაკადი მოედინება.

შესაბამისად, დგება გარდამავალი დრო, და ჩვენი წინაპრებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს დრო არამატერიალური საქმეებისთვისაა განკუთვნილი.

ანუ ყველა საქმე, მათ შორის, კერძების მომზადებაც კი მანამდე უნდა მოესწროთ, 21 დეკემბრიდან კი შემდგომი სამი დღე მხოლოდ ლოცვასა და სამყაროსადმი მადლიერების გამომხატველ რიტუალებში გაეტარებინათ.

 ისიც ვთქვათ, რომ 21 დეკემბერი ასტრონომიული ახალი წლის დადგომასაც აღნიშნავს. შესაბამისად, ეს არის განახლების, აღორძინების, ახალი მზისდაბადების დღესასწაული.

ამ მომენტიდან იწყება დღის განახლება, დროის ახალი ციკლის ათვლა.

ეს ერთდროულად სიკვდილიცაა და აღდგომაც, სიბერის ახალგაზრდობად ფერისცვალება.

ეს ის საკრალური დერეფანია, სადაც შეიძლება ძველი

შეცდომების წაშლა, ცოდვების მონანიება და სიახლის მარცვლის დათესვა.

მაშ ასე, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად.

ის, რაც სამი დღით ადრე რაც უნდა გეკეთებინათ, იმედს ვიტოვებ, რომ უკვე გააკეთეთ.

თუ არა, მაშინ სამომავლოდ დაიხსომეთ:

18-19-20 დეკემბერს ვასუფთავებთ სივრცეს — სახლს, გონებას, ინტერნეტველს.

 ვყრით ყველაფერ ძველს, დახეულსა თუ გატეხილს. 

ნივთები, რომლებსაც არ ვიყენებთ, არ გვჭირდება, გაგვაქვს გასაჩუქებლად.

ბინას ენერგეტიკულადაც ვწმენდთ: ვანთებთ სანთლებს, საკმეველს, ცეცხლს — მადლიერებით ვავსებთ ჭერსა და ყველა კუთხე-კუნჭულს.

როცა სულში, გონებასა და სახლში სისუფთავე დაისადგურებს, ესე იგი, უკვე მზად ვართ დავხვდეთ მზებუდობის დღე-სასწაულს.

და კიდევ, არ დაგავიწყდეთ:

მადლიერებით გაუშვათ ყველაფერი ძველი: ამბები, წყენა, ადამიანები...

 ვალების დაბრუნება,

პატიების თხოვნა და სხვისთვის პატიება.

კარგი იქნება, თუ 21 დეკემბერს დილით ადრე ადგებით და მზის ამოსვლას შეეგებებით. იგივე გააკეთეთ 22 დეკემბერსაც, როცა ახლად დაბადებული

მზე პირველად ამოგორდება.

22 დეკემბერს, ე.წ. დიდი დედის გრძელი ღამე გველოდება. აქედან დაიწყებს დღე გახანგრძლივებას და სწორედ ამ ღამეს იბადება მზისა და სინათლის ღმერთიც.

 სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ ამ დღეს.

თუმცა ყველგან ფიგურირებს ცეცხლი, როგორც აუცილებელი ატრიბუტი: სანთლები,კოცონი, სანათები.

მაგალითად, სამეგრელოში მზებუდობის ღამით, რასაც გეუკუმელუას უწოდებდნენ, საწნახელიდან დამწდარ, „დაგუნდებულ“ ღვინოს იღებდნენ და სხვა ჭურჭელში ასხამდნენ — იქნებოდა ეს ქვევრი თუ კასრი.

დიასახლისები აუცილებლად ამზადებდნენ თხლის შეჭამანდ თხოლო სადილს, რომელსაც ნიგვზით კმაზავდნენ, და ლეჭკერეს – ნიგოზში არეულ და ღვინომოსხურებულ წვრილად დაჭრილი კეჟერა ფხლის წნილს. შემდეგ გაშლიდნენ ტაბლას, ოხვამერს, რომელსაც ძველისა და ახლის შეწირვა ერქვა. ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა წინა წელს დაწურული დაძველებული ღვინისა და გეუკუმელუა ღამეს გამოღებული ახალი ღვინის ჩამოდგმას ტაბლაზე. დააცხობდნენ პატარა, ყველიან და კვერცხიან მზის ფორმის კვერებს, შეწვავდნენ თევზს, მოხარშავდნენ ძველ და ახალ ლობიოს (საქართველოში ლობიოს შემოსვლამდე — ოსპს) და თხოლო ზადილთან და ლეჭკერესთან ერთად მიიტანდნენ ტაბლაზე...

ზამთრის მზებუდობა — ეს არის ზღვარი, რომლის იქით სიბნელეს აღარ აქვს ზრდის შანსი.

ამ დღის შემდეგ მზე ტოვებს ყველაზე დაბალ წერტილს ცის კამარაზე და იწყებს აღმასვლას, განახლებას, ზრდას.

 ზამთრის მზებუდობის შემდგომი სამი დღე სურვილების ჩათქმისთვის, ახლის დაგეგმისთვის, ახალი მიზნების დასახვისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამ

დღეებს დიდი ძალა აქვს — განახლებული მზის სიმძლავრითაა სავსე და ყველა კეთილი ზრახვა ასრულებადია.

მთავარია წრფელი გული და რწმენა.

დაე, მზე ბუდობდეს ჩვენს სახლებსა და გულებში, მზერასა და სურვილებში.

გილოცავთ მზის განახლებას და ახლის ბედნიერი საფუძვლის ჩაყრას გისურვებთ, მეგობრებო!

 

წყაროhttps://sputnik-georgia.com/reviews/20171221/238637563/mzebudoba.html

 

 

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 320 times